სერვის ცენტრის მენეჯერი ზუგდიდში

თარიღები: 04 სექ - 28 სექ
მდებარეობა: ზუგდიდი
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი
განათლება: ბაკალავრი
გამოცდილება: 2 - 3 წლამდე
ელ. ფოსტა: vacancy@mbc.com.ge
საბანკო:  საბანკო(ზოგადი)

სს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „ემ ბი სი“ აცხადებს ვაკანსიას სერვის ცენტრის მენეჯერის პოზიციაზე, ზუგდიდში.

 

 

სს „მიკრო ბიზნეს კაპიტალი“ 2013 წლიდან ოპერირებს საფინანსო ბაზარზე, კომპანიის მისიაა ფინანსურ მომსახურებაზე წვდომის გამარტივება და ამ გზით ადამიანების ჩართვა ეკონომიკაში, მათზე მორგებული, ხელმისაწვდომი ფინანსური მომსახურების შეთავაზებით. დღესდღეობით კომპანია ემსახურება 11 000 -ზე მეტ მომხმარებელს და წარმოდგენილია ქვეყნის ოთხ  ქალაქში 11 ფილიალის სახით.

კომპანია „ემ ბი სი“ ყველაზე მნიშვნელოვან რესურსად მიიჩნევს ადამიანურ კაპიტალს და უზრუნველყოფს მათ მზარდი ანაზღაურებით, პრემიის გამომუშავების შესაძლებლობით, კარიერული ზრდის პერსპექტივით, ჯანმრთელობის დაზღვევით,  შრომის საერთაშორისო სტანდარტების დაცვით და სხვა ბენეფიტებით.

 

 

ძირითადი მოვალეობები:

  • სერვის ცენტრის მუშაობის ხელმძღვანელობა და ორგანიზება;
  • დაქვემდებარებული პერსონალის მართვა, კონტროლი და განვითარება;
  • საკრედიტო რისკების იდენტიფიცირება, შეფასება და ანალიზი;
  • საოპერაციო რისკების კონტროლი;
  • დელეგირებული უფლებამოსილების ფარგლებში სესხების დამტკიცება;
  • სერვის ცენტრის ბიუჯეტის შედგენა და მისი შესრულების კონტროლი;
  • სალაროში ფულის მოძრაობის კონტროლი;
  • სერვის ცენტრის ყოველდღიური საქმიანობის მართვა, მისოს დოკუმენტაციის ადმინისტრირება, დადგენილ პროცედურებთან/წესებთან შესაბამისობის მონიტორინგი.
  • სერვის ცენტრის თანამშრომელთა მიერ მისოს შინაგანაწესით გათვალისწინებული შრომითი დისციპლინისა და ქცევის ნორმების დაცვის კონტროლი;
  • სერვის ცენტრის საქმიანობის შესახებ სტატისტიკური მონაცემების წარმოება, მათი ანალიზი და შესაბამისი ანგარიშების მომზადება.

 

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება ფინანსების/ბიზნესის/ეკონომიკის სფეროში (სასურველია მაგისტრის ხარისხი); 
  • საფინანსო სფეროში მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
  • საკრედიტო კუთხით მუშაობის  2 წლიანი გამოცდილება;
  • გუნდური მუშაობის უნარი, ანალიტიკური აზროვნება;
  • პრობლემების გადაჭრის და გადაწყვეტილების დამოუკიდებლად მიღების უნარი;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • კარგი ზეპირი და წერილობითი კომუნიკაციის უნარი;
  • კეთილსინდისიერი, მოტივირებული, შრომისმოყვარე, ორგანიზებული.

 

 

განაცხადის შემოტანის ბოლო ვადაა 2018 წლის 28 სექტემბრი 17:00 საათი, კანდიდატებს დავუკავშირდებით ვადის დასრულებამდეც, შესაბამისად უპირატესობა მიენიჭება ადრე შემოსულ განაცხადებს.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ გამოაგზავნოთ CV / რეზიუმე ან LinkedIn – ის URL ბმული, შემდეგ მისამართზე vacancy@mbc.com.ge .

 

მსგავსი განცხადებები
Agile ქოუჩი

თიბისი ბანკი


05 სექ - 19 სექ

Credit Risk Analyst

ფინკა ბანკი საქართველო


13 სექ - 27 სექ

Developer

კრედო ბანკი


04 სექ - 19 სექ

Head Of AML And Compliance Unit

ფინკა ბანკი საქართველო


07 სექ - 20 სექ

Help Desk Specialist

ფინკა ბანკი საქართველო


07 სექ - 21 სექ

IT ანალიტიკოსი

ლიბერთი ბანკი


17 სექ - 01 ოქტ

IT ბიზნეს ანალიტიკოსი

საქართველოს ბანკი


27 აგვ - 25 სექ