21 ნოე - 21 დეკ
სტანდარტი
ტრანსპორტის მენეჯერი
თბილისი
- სრული განაკვეთი
- გამოცდილება აუცილებელია
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ელ. ფოსტა: hr@ktw.ge
"კახური ტრადიციული მეღვინეობა" ღვინისა და სპირტიანი სასმელების მწარმოებელი ერთ-ერთი უმსხვილესი კომპანიაა კავკასიის რეგიონში. კომპანია დაფუძნდა 2001 წელს. KTW ჯგუფის მიზანია, შეინარჩუნოს ღვინის ძველი უნიკალური გემო, შერწყმული თანამედროვე ტექნოლოგიებთან, შექმნას საკუთარი ხელწერა და სტილი მსოფლიოს მასშტაბით. KTW ჯგუფი ორიენტირებულია მუდმივ ზრდასა და განვითარებაზე.
შ.პ.ს. ,,კახური ტრადიციული მეღვინეობა“ აცხადებს ვაკანსიას ტრანსპორტის მენეჯერის პოზიციაზე.
მდებარეობა: ქ. თბილისი
სამუშაო გრაფიკი: სრული
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- ტრანსპორტის კოორდინირების მიმართულების მუშაობის გამოცდილება, სასურველია მენეჯერულ პოზიციაზე
- ავტომობილებისა და მისი ნაწილების შესახებ სიღრმისეული ცოდნა;
- საოფისე პროგრამების ცოდნა;
მოვალეობები:
- კომპანიის მიერ დადგენილი ტრანსპორტირების პოლიტიკის და პროცედურების საფუძველზე სამუშაოების შესრულება მისი კომპეტენციისა და მოვალეობის ფარგლებში;
- კომპანიის კუთვნილი ავტოპარკისა და თითოეული მანქანის მოვლა, რეპორტის მომზადება;
- ავტომანქანების ტექნიკური და ვიზუალური გამართული მდგომარეობის რეგულარული მონიტორინგი, საჭიროების შემთხვევაში ავტომანქანების შეკეთების უზრუნველყოფა;
- ავტომანქანებთან დაკავშირებული ჯარიმების და სხვა გადახდის უზრუნველყოფა და აღრიცხვა;
- თანამშრომლების მიერ განვლილი კილომეტრაჟებისა და გახარჯული საწვავის მონიტორინგი და კონტროლი;
- უშუალო მენეჯერის მიერ დაკისრებული მოვალეობების შესრულება მოთხოვნისამებრ.
უნარ-ჩვევები:
- დეტალებზე ორიენტირებული;
- პრობლემური სიტუაციების აღმოფხვრის უნარი;
- გუნდური მუშაობის უნარი;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- ენერგიული; კომუნიკაბელური;
- პუნქტუალური;
- მიზანმიმართული და შედეგებზე ორიენტირებული.
განაცხადის მიღების ბოლო ვადაა: 2023 წლის 21 დეკემბერი.
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ (CV) ფოტოსურათით, ელ.ფოსტაზე: hr@ktw.ge, სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება „ტრანსპორტის მენეჯერი“. რეზიუმე დაასათაურეთ თქვენი სახელით და გვარით.
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
შ.პ.ს. ,, კახური ტრადიციული მეღვინეობა“ მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას!
ლოგისტიკა/ტრანსპორტი
ლოგისტიკა/ტრანსპორტი (ზოგადი)
ნახვები 166
უნიკალური ნახვები 158