21 ნოე - 05 დეკ
სტანდარტი
საწყობის თანამშრომელი
- სრული განაკვეთი
- 1000
+ ბონუსი
- გამოცდილება აუცილებელია
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ელ. ფოსტა: cv@dressupgroup.ge
„დრესაპ ჯგუფი“ 29 წელია მოღვაწეობს საქართველოს ბაზარზე და ექსკლუზიურად წარმოადგენს ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის მსოფლიოში აღიარებულ ბრენდებს: Levi’s, Lacoste, CK, Tommy Hilfiger, Tommy Jeans, Gant, Samsonite, Guess, Lee, Wrangler, Jack & Jones, Mavi, Etam, Converse, Vans, Adidas და სხვა. კომპანია წარმოდგენილია 80-მდე მაღაზიით თბილისში, რუსთავში, ბათუმსა და ზუგდიდში. ასევე, ონლაინ მაღაზიით - Dressup.ge.
„დრესაპ ჯგუფი“ აცხადებს ვაკანსიას მაღაზიის საწყობის თანამშრომლის (3 ვაკანტური ადგილი) პოზიციაზე.
სამუშაო პირობები:
- სამუშაო გრაფიკი: კვირაში 5 დღე, ცვლებში;
- ანაზღაურება: ფიქსირებული 1000 ლარი + ბონუსი;
- სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი , სავაჭრო ცენტრი „სითი მოლი“, სავაჭრო ცენტრი „თბილისი მოლი“ და სავაჭრო ცენტრი „ისთ ფოინთი“.
ფუნქციები და მოვალეობები:
- მაღაზიის საწყობის მოწესრიგება/მონიტორინგი;
- კოლექციის მიღება, საწყობში განთავსება, დარბაზში გამოსატანი მოდელების განცალკევება;
- პროდუქციის გატანის პროცესისთვის პროდუქციის გადალაგება;
- ონლაინ მაღაზიისთვის პროდუქციის მომზადება;
- ვიზუალ მერჩენდაიზერის მაღაზიაში ყოფნის დროს შეტანილი პროდუქციის მოწესრიგება;
- როგორც მიღებული პროდუქციის, ასევე, გასატანი პროდუქციის მდგომარეობისა და ზომების შემოწმება;
- ყოველ დილით პროდუქციის ზომების გადამოწმება და დარბაზის შევსება;
- შესაძლებლობის ფარგლებში პროდუქციის ზომების მოძიების პროცესში მაღაზიის თანამშრომლების დახმარება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარ-ჩვევები:
- სასურველია მსავს სფეროში მუშაობის გამოცდილება;
- პასუხისმგებლობის მაღალი დონე;
- ენერგიულობა;
- მოქნილობა და ოპერატიულობა;
- ორგანიზებულობა და საქმის დაგეგმვის/კოორდინირების უნარი;
- დეტალებზე ორიენტირებულობა;
- გუნდური მუშაობის უნარი;
- კეთილსინდისიერება.
კანდიდატთა შერჩევა:
გთხოვთ, დაინტერესების შემთხვევაში თქვენი CV/რეზიუმე გამოგვიგზავნოთ ელექტრონულ მისამართზე: cv@dressupgroup.ge 2023 წლის 4 დეკემბრის ჩათვლით და სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის სახელწოდება - „მაღაზიის საწყობის თანამშრომელი“. გისურვებთ წარმატებას!
ლოგისტიკა/ტრანსპორტი
საწყობის თანამშრომელი
ნახვები 220
უნიკალური ნახვები 208