20 ნოე - 20 დეკ
ვიპ
ოპერაციების მენეჯერი
თბილისი
  • სრული განაკვეთი
  • 1000 + ბონუსი
  • ბაკალავრი
  • ინგლისური,რუსული
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ტელეფონი: +995 555 144 064
K Group აცხადებს ვაკანსიას ოპერაციების მენეჯერის პოზიციაზე
K Group ერთ-ერთი მოწინავე კომპანიაა სამშენებლო და ლითონ ნაკეთობების წარმოებაში, რომელიც 20 წელია ერთგულად ემახურება როგორც საქართველოს, ასევე,
მის ფარგლებს გარეთ არსებულ მომხმარებელებს საკუთარი სახლის კომფორტის შექმნასა და სასურველი მეტალის პროდუქტების დამზადებაში. K Group დაჯილდოვდა ბიზნეს ოსკარით და გახდა N1 ოქროს ბრენდი კომპანია ლითონის პროდუქტების წარმოებაში.
დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებ-გვერდს: www.kgroup.ge

მოვალეობები:
  • დასაქმების მენეჯმენტი (განაცხადების განთავსება, დაკავშირება, გასაუბრების ჩანიშვნა, დაქირავება, გადამზადება, ზედამხედველობა და მხარდაჭერა;თანამშრომელთა შრომითი ხელშეკრულებების, მივლინებების მართვა. სამსახურში აყვანისა და გათავისუფლების პროცედურების მართვა
  • ოფისის სატელეფონო ზარებზე პასუხის გაცემა.
  • შეხვედრების ორგანიზება და მათი მონიტორინგი
  • ოფიციალური წერილების, კონტრაქტების, ინვოისების და მიღება-ჩაბარებების,ფორმა N2-ების მომზადება. (საჭიროებისამებრ სტატიების დამუშავება კომპანიის შესახებ...)
  • კომპანიის დოკუმენტაციის დახარისხება და კონტროლი (ოფისში და Drive-ზე)
  • სატენდერო დოკუმენტების ორგანიზება შესყიდვების ორგანიზება (ოფისში საჭირო ინვენტარის შესყიდვა და საწარმოს მომარაგება მასალებით)
  • პარტნიორებთან ურთიერთობების მართვა
  • თანამშრომლებსა და ხელმძღვანელობას შორის მედიატორის როლის შესრულება
  • კომუნიკაცია მარკეტინგის, გაყიდვების, ფინანსებისა, იურიდიულ და სხვადასვხა დეპარტამენტებთან, ასევე, ამავე მიმართულებებით ჩართულობა და საჭირო
  • რესურსების მოძიება და მიწოდება
  • დანადგარებისა და მექანიზმების იმპორტთან დაკავშირებული საქმის წარმოება (საჭიროებისამებრ ახალი პროდუქტის მოძიება, შეკვეთის გაკეთება, გადამზიდთან და უცხოელ მომწოდებლებთან მოლაპარაკება, საბუთების მოწესრიგება, პროდუქტის მიწოდების კონტროლი, საბაჟო პროცედურების მონიტორინგი...)
  • პროექტების მხარდაჭერის უზრუნველყოფა
  • კომპანიის ხარჯების, გასაცემი ხელფასების, დებიტორული დავალიანების მონიტორინგი (ბუღალტერიისთვის ინფორმაციის მიწოდება)
  • კომპანიის CEO-სთან რეპორტის წარდგენა ყოველდღიურად ან ყოველკვირეულად (საქმის სპეციფიკიდან გამომდინარე)
  • კომპანიის საქმიანობასთან დაკავშირებული სხვადასხვა დავალებების შესრულება ერთჯერადად (აუდიტის საქმის შესრულება, სარეკლამო ბანერების აწყობაში მონაწილეობა...)

აუცილებელია
  • საოფისე პროგრამების: Word, Excel-ის ცოდნა
  • ინგლისური B1 დონე, რუსულის ცოდნა ჩათვლება უპირატესობად
  • უპირატესობა მიენიჭებათ ბიზნესისა ან სამშენებლო მიმართულების დამამთავრებელი
  • კურსის სტუდენტებს, ასევე გარკვეულებს სოც. მედიაში, პიარში, მარკეტინგში

სამუშაო განაკვეთი: სრული, 10:00-18:00 საათამდე
ხელფასი: 1000 ლარი ხელზე + ბონუსი დამატებითი საქმიანოს შესრულებიდან
ლოკაცია: ქ. თბილისი, დიდუბე პლაზას ბიზნეს ცენტრი, წერეთლის N116

დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ, რეზიუმე გამოაგზავნოთ მეილზე: info@kgroup.ge; Subject-ში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება !
ან დაგვიკავშირდეთ ნომერზე: +995 555 144 064; +995 599 806 807; +995 598 37 35 94
წარმოება/ოპერაციები
წარმოება/ოპერაციების დაგეგმვა
ნახვები 861
უნიკალური ნახვები 769