20 ნოე - 20 დეკ
სტანდარტი
სამშენებლო ობიექტის ტენიკური ზედამხედველი ინსპექტორი
- სრული განაკვეთი
- მივლინება
- ბაკალავრი
- გამოცდილება აუცილებელია , გამოცდილება 5 წლიდან
- მართვის მოწმობაB
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ელ. ფოსტა: inspectionbody@gmail.com
ტელეფონი:
ოპტიმალ გრუპ + აცხადებს ვაკანსიას სამშენებლო ობიექტის ტენიკური ზედამხედველი ინსპექტორის პოზიციაზე.
კომპანიის შესახებ
კომპანია „ოპტიმალ გრუპ +“-ის A - ტიპის ინსპექტირების ორგანო არის პირველი ქართული ორგანიზაცია აკრედიტებული სსიპ “აკრედიტაციის ერთიანი
ეროვნული ორგანო - აკრედიტაციის ცენტრის” მიერ ISO/IEC 17020:2012/2013 საერთაშორისო სტანდარტის მოთხოვნების მიხედვით შემდეგ სფეროში:
- სამშენებლო ობიექტის პროექტის ან პროექტის ნაწილის ინსპექტირება;
- ობიექტის ხარჯთაღრიცხვის ფასწარმოქმნის ადეკვატურობის ინსპექტირება;
- ობიექტის ტექნიკური მდგომარეობის ინსპექტირება;
- სამშენებლო ობიექტის ხარჯთაღრიცხვის ინსპექტირება;
- სამშენებლო სამუშაოებზე ტექნიკური ზედამხედველობა - ინსპექტირება;
- შესრულებულ სამშენებლო სამუშაოთა აქტების ინსპექტირება;
სამუშაოს აღწერა
- სამშენებლო სამუშაოების ყოველდღიური კონტროლი;
- შესრულებული სამუშაოების პროექტთან და ნორმებთან შესაბამისობის კონტროლი;
- ობიექტზე შემოტანილი მასალების, ნაკეთობების, კონსტრუქციების პროექტთან და ნორმებთან შესაბამისობის კონტროლი;
- მშენებლობის გრაფიკის კონტროლი;
- ობიექტის საერთო და ყველდღიური ჟურნალის წარმოება;
- ფარულ სამუშაოთა აქტების შედგენა;
- ობიექტის შესახებ საბოლოო ანგარიშის შედგენა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები
სავალდებულოა:
- სამშენებლო სფეროში მიმიმუმ 5 წლიანი გამოცდილება;
- უმაღლესი განათლება: ინჟინერ-მშენებელი საავტომობილო გზების და სამრეწველო და სამოქალაქო შენობა-ნაგებობების მიმართულებით;
- საოფისე კომპიუტერული პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა.
- მართვის მოწმობა :B
პიროვნული უნარები
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
- კომპეტენტურობა
- დეტალებზე და შედეგზე ორიენტირებულობა
- დროის მართვის უნარები
- კარგი კომუნიკაციური უნარები
სამუშაო განაკვეთი- სრული
ანაზღაურება-შეთანხმებით, გასაუბრების შედეგიდან გამომდინარე.
თუ თქვენი მონაცემები აკმაყოფილებს ჩამოთვლილ მოთხოვნებს, გთხოვთ, გამოგზავნოთ CVფოტოსურათით შემდეგ მისამართზე: inspectionbody@gmail.com და სათაურის(Subject) ველში აუცილებლად მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება. დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.
გისურვებთ წარმატებას!
სამშენებლო, უძრავი ქონება
უბნის ზედამხედველი/პრარაბი
ნახვები 122
უნიკალური ნახვები 94