17 ნოე - 17 დეკ
სტანდარტი
შიდა განვადების ოპერატორი
- სრული განაკვეთი
- ბაკალავრი
- ინგლისური,რუსული
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ელ. ფოსტა: CV@kontakt.ge
,,კონტაქტ ჰოუმი’’ - თანამედროვე სივრცე, სადაც თავმოყრილია საყოფაცხოვრებო ტექნიკის, ციფრული ტექნიკისა და ტექსტილის დიდი არჩევანი. ვთანამშრომლობთ 30-ზე მეტ საერთაშორისო ბრენდთან, როგორებიცაა: Samsung, LG, Bosch, Huawei, Realme, Sony და ა.შ. ,,კონტაქტ ჰოუმი’’ ორიენტირებულია კადრების პიროვნულ და კარიერულ ზრდაზე, რაც პოზიტიურად აისახება მისი მომსახურების სფეროზე. ,,კონტაქტ ჰოუმში’’ ამ ეტაპზე დასაქმებულია 150-მდე თანამშრომელი და ეს რიცხვი სწრაფი ტემპით იზრდება.
ტექნიკის მაღაზიათა ქსელი „კონტაქტჰოუმი“ აცხადებს ვაკანსიას შიდა განვადების ოპერატორის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: თბილისი, ბათუმი;
სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი;
ანაზღაურება: ფიქსირებული + ბონუსი.
შერჩევის ფორმა: გასაუბრება
ძირითადი ფუნქციები და მოვალეობები:
- მომხმარებელთან კომუნიკაცია;
- შესაბამისი ინფორმაციის დაზუსტება;
- მომხმარლების შესახებ ინფორმაციის გადაგზავნა რისკების მართვის განყოფილებაში;
- მომხმარებლის დარეგისტრირება;
- დადებითი პასუხის შემთხვევაში ხელსეკრულების გაფორმება;
- პროგრამაში მონაცემების ასახვა;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი ;
- სასურველი მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
- MS Office პროგრამების სამომხმარებლო დონეზე ცოდნა;
- უცხო ენების ცოდნა რუსული ან ინგლისური - სასაუბრო დონეზე;
პიროვნული თვისბები:
- ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
- ორგანიზებულობა და პასუხისმგებლობა;
- გუნდური მუშაობის უნარი;
- დეტალებზე ორიენტირებულობა;
ჩვენ გთავაზობთ:
- ჯანმრთელობის კორპორატიულ დაზღვევას;
- სასიამოვნო სამუშაო გარემოს;
- განვითარების პერსპექტივას.
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელექტრონული ფოსტით მისამართზე: CV@kontakt.ge რეზიუმეების მიღების ბოლო ვადაა 2023 წლის 20 დეკემბერი (გამოგზავნის შემთხვევაში გთხოვთ, სათაურის (“subject”) ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება “შიდა განვადების ოპერატორი”).
გისურვებთ წარმატებას!
მოთხოვნილი დოკუმენტის/ინფორმაციის გადმოგზავნით დასაქმების მსურველი ადასტურებს, რომ მის მიერ მიწოდებული ინფორმაცია/დოკუმენტაცია არის უტყუარი. დამსაქმებელი იღებს ვალდებულებას მოპოვებული ინფორმაცია დაამუშაოს (მოცემული ან სხვა რელევანტური ვაკანსიისათვის) იმ მოცულობით და ფარგლებში, რომელიც საჭიროა მიზნის მისაღწევად, 1 (ერთი) წლის ვადით, ხოლო ნებისმიერი სადავო საკითხის შემთხვევაში, შესაბამისი დავის დასრულებამდე. კანდიდატი უფლებამოსილია ნებისმიერ დროს მოითხოვოს მის შესახებ არსებული ინფორმაციის დამუშავების შეწყვეტა.
გთხოვთ, მხოლოდ იმ შემთხვევაში გამოეხმაუროთ ვაკანსიას და გამოგვიგზავნოთ თქვენი მონაცემები, თუ თქვენ ეთანხმებით ზემოაღნიშნულ პირობებს.
საბანკო
სესხის ოფიცერი, განვადების ოფიცერი
ნახვები 169
უნიკალური ნახვები 163