17 ნოე - 17 დეკ
სტანდარტი
ქოლ-ცენტრის ოპერატორი
- სრული განაკვეთი
- ბაკალავრი
- ინგლისური,რუსული
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ელ. ფოსტა: CV@kontakt.ge
,,კონტაქტ ჰოუმი’’ - თანამედროვე სივრცე, სადაც თავმოყრილია საყოფაცხოვრებო ტექნიკის, ციფრული ტექნიკისა და ტექსტილის დიდი არჩევანი. ვთანამშრომლობთ 30-ზე მეტ საერთაშორისო ბრენდთან, როგორებიცაა: Samsung, LG, Bosch, Huawei, Realme, Sony და ა.შ. ,,კონტაქტ ჰოუმი’’ ორიენტირებულია კადრების პიროვნულ და კარიერულ ზრდაზე, რაც პოზიტიურად აისახება მისი მომსახურების სფეროზე.
ტექნიკის მაღაზიათა ქსელი „კონტაქტჰოუმი“ აცხადებს ვაკანსიას ქოლცენტრის ოპერატორის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: თბილისი, ო. ონიაშვილის ქ. #2;
სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი;
ანაზღაურება: ფიქსირებული.
ძირითადი ფუნქციები და მოვალეობები:
- სატელოფონო ზარების მიღება და მომსახურება;
- ინფორმაციის მიწოდება კომპანიის პროდუქტების და მომსახურების შესახებ;
- კომპანიის პროდუქტების უპირატესობის გაცნობა, შეთავაზება;
- კომპანიის ონლაინ საკომუნიკაციო არხების საშუალებით მომხმარებლისთვის საჭირო ინფორმაციის მიწოდება;
- საჭიროების ან/და მოთხოვნის შესაბამისად სათანადო განყოფილებასთან ზარის გადამისამართება;
- შემოსული შეკვეთების დამუშავება და მომხმარებელთან კომუნიკაცია;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი ;
- მუშაობის გამოცდილება მომსახურების სფეროში;
- MS Office პროგრამების სამომხმარებლო დონეზე ცოდნა;
- უცხო ენების ცოდნა რუსული ან ინგლისური სასაუბრო დონეზე;
პიროვნული თვისბები:
- ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
- ორგანიზებულობა და პასუხისმგებლობა;
- გუნდური მუშაობის უნარი;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
ჩვენ გთავაზობთ:
- ჯანმრთელობის კორპორატიულ დაზღვევას;
- მშვიდ და სასიამოვნო სამუშაო გარემოს;
- განვითარების პერსპექტივას.
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელექტრონული ფოსტით მისამართზე: CV@kontakt.ge რეზიუმეების მიღების ბოლო ვადაა 2023 წლის 20 დეკემბერი (გამოგზავნის შემთხვევაში გთხოვთ, სათაურის (“subject”) ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება “ქოლცენტრის ოპერატორი”).
გისურვებთ წარმატებას!
მოთხოვნილი დოკუმენტის/ინფორმაციის გადმოგზავნით დასაქმების მსურველი ადასტურებს, რომ მის მიერ მიწოდებული ინფორმაცია/დოკუმენტაცია არის უტყუარი. დამსაქმებელი იღებს ვალდებულებას მოპოვებული ინფორმაცია დაამუშაოს (მოცემული ან სხვა რელევანტური ვაკანსიისათვის) იმ მოცულობით და ფარგლებში, რომელიც საჭიროა მიზნის მისაღწევად, 1 (ერთი) წლის ვადით, ხოლო ნებისმიერი სადავო საკითხის შემთხვევაში, შესაბამისი დავის დასრულებამდე. კანდიდატი უფლებამოსილია ნებისმიერ დროს მოითხოვოს მის შესახებ არსებული ინფორმაციის დამუშავების შეწყვეტა.
გთხოვთ, მხოლოდ იმ შემთხვევაში გამოეხმაუროთ ვაკანსიას და გამოგვიგზავნოთ თქვენი მონაცემები, თუ თქვენ ეთანხმებით ზემოაღნიშნულ პირობებს.
ადმინისტრაცია
ქოლ ცენტრის ოპერატორი
ნახვები 245
უნიკალური ნახვები 241