- სრული განაკვეთი
- რუსული,ინგლისური
კომპანია ,,მოდუსი” ქართულ ბაზარზე 90-იანი წლებიდან გამოჩნდა და დღეს უკვე წარმატებული მოღვაწეობის 20 წელზე მეტს ითვლის. ,,მოდუსი” სამშენებლო-სარემონტო მასალების საბითუმო და საცალო ვაჭრობაში ლიდერი კომპანია გახლავთ ქართულ ბაზარზე. თანამედროვე სტანდარტის შოურუმებში, გარდა ადგილობრივი წარმოების პროდუქციისა, განთავსებულია ევროპის სხვადასხვა ქვეყნიდან იმპორტირებული პროდუქცია. მოდუსის ქსელში წარმოდგენილია ყველა სახის სარემონტო-სამშენებლო მასალები, ასევე მულტიბრენდული ავეჯის შოურუმები, საყოფაცხოვრებო და დეკორატიული ნივთები, სველი წერტილების ინვენტარი და აქსესუარები, განათება, ელექტროობა და მრავალი პროდუქტი სხვადასხვა კატეგორიიდან.
ჰიპერმარკეტების ქსელი „მოდუსი“ აცხადებს მომხმარებელთან კომუნიკაციის მენეჯერის პოზიციაზე ვაკანსიას ბათუმში.
სამუშაო აღწერილობა:
- მონაწილეობის მიღება LIVE ჩართვებში ( საჭიროების შემთხვევაში ვიდეო რგოლებში);
- კომუნიკაციისთვის საჭირო ყველა ტექსტური მასალის მომზადება;
მოთხოვნები:
- ქართულ ენაზე ზეპირი და წერილობითი კომუნიკაციის კარგი უნარი;
- კომუნიკაციის სწრაფად და მარტივად დამყარების უნარი (კომუნიკაბელურობა);
- კომუნიკაციების ან მომსახურების სფეროში მუშაობის გამოცდილება (სულ მცირე 1 წელი) ჩაითვლება უპირატესობად;
- კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (Microsoft Office)
- კამერასთან თავისუფლად მუშაობის უნარი;
პიროვნული თვისებები:
- დაგეგმვისა და დამოუკიდებლად მუშაობის უნარი;
- დეტალებზე ორიენტირებულობა;
- ინიციატივის გამოჩენის უნარი;
- ორგანიზებული, პუნქტუალური და პასუხისმგებლობიანი.
დამატებითი ინფორმაცია:
პოზიციის ძირითადი მიზანია სავაჭრო ქსელში წარმოდგენილი პროდუქციის ლაივ ჩართვის (საჭიროების შემთხვევაში ვიდეო) მეშვეობით მიწოდება მომხმარებლისთვის.
გთხოვთ, ვაკანსიის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება და შევსებული აპლიკაციის ფორმა გამოგზავნოთ შემდეგ ელ.ფოსტაზე: hr@modus.com.ge
გისურვებთ წარმატებებს.