16 ნოე - 16 დეკ
სტანდარტი
სტაჟირებას   WMS_ის სპეციალისტის/სასაწყობე ოპერაციების სასწავლო პროგრამაზე
თბილისი
  • სტაჟირება
  • ინგლისური,რუსული
ვაკანსიაზე გამოხმაურება
"შარმ ტრეიდინგი" გახლავთ წამყვანი სადისტრიბუციო კომპანია საქართველოში, რომელიც დაარსდა 1998 წელს და მას შემდეგ ინარჩუნებს ლიდერ პოზიციებს. "შარმ ტრეიდინგი" ახორციელებს მსოფლიო წამყვანი ბრენდების ექსკლუზიურ დისტრიბუციას საქართველოს მასშტაბით ,,Schwarzkopf, Henkel, Unilever, Carlsberg, Selpak, Algida და სხვა.''

კომპანია "შარმ ტრეიდინგი" აცხადებს სტაჟირებას WMS_ის სპეციალისტის (სასაწყობე ოპერაციების) სასწავლო პროგრამაზე ,სადაც შეძლებთ სრულყოფილად შეისწავლოთ პროგრამა.
თუ გაინტერესებთ ლოგისტიკის მიმართულება ეს სტაჟირება თქვენთვისაა!
ადგილმდებარეობა: თბილისი, ანდრონიკაშვილის 6. (დიღომი)
სამუშაო განაკვეთი: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით 09:00სთ - 18:00სთ
ანაზღაურება: ანაზღაურებადი სტაჟირება დასაქმების პერსპექტივით

ფუნქცია-მოვალეობები:
  • ყოველდღიური ნაშთის შედარება 1C -სა და AXELOT-ის ბაზებს შორის
  • შეკვეთების პროგრამული დამუშავება , დაგეგმვა,საწყობისთვის პროგრამულად მიწოდება
  • დღის ბოლოს შეკვეთისა და რეისების სტატუსების კონტროლი.
  • მისაღები პროდუქციის დოკუმენტების პროგრამული დამუშავება, საწყობისთვის მიწოდება.
  • მიღების დოკუმენტის ანალიზი, ჩახურვა.
  • სხვა- საქმიანობასთან დაკავშირებულ პროცესებში მონაწილეობა.

კომპანია უზრუნველყოფს:
  • ჯანმრთელობის დაზღვევა
  • ტრანსპორტირება მ/ს დიდუბედან.

მოთხოვნები:
  • სასურველია ინგლისური და რუსული ენის ცოდნა (საშუალო დონე )
  • სასურველია ექსელის ცოდნა
  • 1C ში მუშაობის გამოცდილება

უნარ-ჩვევები:
  • ანალიტიკური/მათემატიკური აზროვნება
  • სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი
  • გუნდური მუშაობის უნარი.


დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გადმოაგზავნოთ CV მეილზე: vacancy@sharmtrading.ge
სათაურში აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება " WMS სპეციალისტის სტაჟირება“
კომპანია „შარმ ტრეიდინგი“ პატივს სცემს პერსონალურ მონაცემთა დაცვის თაობაზე მოქმედ რეგულაციებს და თავის საქმიანობას წარმართავს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად. ნებისმიერი პერსონალური მონაცემი, რომელიც შპს „შარმ ტრეიდინგისთვის“ ხელმისაწვდომი გახდება კომპანიაში გამოცხადებულ ამა თუ იმ ვაკანსიაზე განაცხადების განხილვისას, რაც მოიცავს, მაგრამ არ შემოიფარგლება თქვენს CV-სა ან/და მის თანდართულ დოკუმენტებში მოცემული მონაცემებით (შემდგომში "კანდიდატის პერსონალური მონაცემები"), შეგროვდება და დამუშავდება ვაკანსიაზე თქვენი განაცხადის შენახვისა და განხილვის, ასევე კანდიდატთა შერჩევის პროცესში თქვენი დაშვების მიზნით და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
გაითვალისწინეთ, რომ კანდიდატის პერსონალური მონაცემების კომპანია „შარმ ტრეიდინგისთვის“ გაგზავნით, თქვენ ადასტურებთ, რომ გაეცანით წინამდებარე შეტყობინებას და თანახმა ხართ, თქვენი პერსონალური მონაცემები შეგროვდეს, შენახულ იქნას, გადაიცეს ან/და დამუშავდეს ზემოთ ხსენებული ფორმით. ყოველივე აღნიშნულზე თანხმობა აუცილებელი პირობაა „შარმ ტრეიდინგში“ ნებისმიერ პოზიციაზე თქვენი კანდიდატურის განსახილველად.
ლოგისტიკა/ტრანსპორტი
საწყობი
ნახვები 101
უნიკალური ნახვები 97