15 ნოე - 15 დეკ
სტანდარტი
სოციალური მედიისა და PR-ის სპეციალისტი
- სრული განაკვეთი
- ბაკალავრი
- გამოცდილება აუცილებელია , გამოცდილება 2 წლიდან
- ინგლისური,რუსული
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ელ. ფოსტა: vacancy@gmpgeo.com
GM Pharma წარმოადგენს 23 წლიანი გამოცდილების მქონე საერთაშორისო, მულტინაციონალურ, ფარმაცევტულ კორპორაციას, რომლის მედიკამენტები და საკვები დანამატები (ბად-ები) იწარმოება დასავლეთ ევროპის ქვეყნებისა (გერმანია, ესპანეთი, შვეიცარია, იტალია, შვედეთი, პორტუგალია) და საქართველოს GMP- სერტიფიცირებულ საწარმოებში. საწარმოს გააჩნია ფარმაცევტული წარმოებისათვის აუცილებელი ყველა საერთაშორისო სერტიფიკატი და ნებართვა.
GM Pharma-ში დასაქმებულია 700-ზე მეტი მაღალკვალიფიციური თანამშრომელი საქართველოსა და კოპმანიის საექსპორტო ქვეყნებში.
GM PHARMA-ში დიდი ყურადღება ეთმობა სოციალური მედიისა და PR-ის მიმართულების გაძლიერებასა და მდგრად განვითარებას, რაც სამიზნე აუდიტორიასთან ეფექტური კომუნიკაციის, ახალი აუდიტორიის აღმოჩენის, მომხარებლებთან პოზიტიური ურთიერთობის გაღრმავებისა და მათი კმაყოფილების ინდექსის ზრდის საშუალებას იძლევა. GM PHARMA-ს პორტფელის დაახლოებით 55% ურეცეპტო მედიკამენტებზე და ბიოლოგიურად აქტიურ საკვებ დანამატებზე მოდის, შესაბამისად, კომპანიის სოციალური მედიისა და PR-ის გუნდს მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს კომპანიის გაყიდვების გენერირებასა და წარმატებაში.
GM Pharma აცხადებს ვაკანსიას სოციალური მედიისა და PR-ის სპეციალისტი (Social Media & PR Specialist) პოზიციაზე.
გამოსაცდელი პერიოდის შემდეგ გთავაზობთ:
GM Pharma-ში დასაქმებულია 700-ზე მეტი მაღალკვალიფიციური თანამშრომელი საქართველოსა და კოპმანიის საექსპორტო ქვეყნებში.
GM PHARMA-ში დიდი ყურადღება ეთმობა სოციალური მედიისა და PR-ის მიმართულების გაძლიერებასა და მდგრად განვითარებას, რაც სამიზნე აუდიტორიასთან ეფექტური კომუნიკაციის, ახალი აუდიტორიის აღმოჩენის, მომხარებლებთან პოზიტიური ურთიერთობის გაღრმავებისა და მათი კმაყოფილების ინდექსის ზრდის საშუალებას იძლევა. GM PHARMA-ს პორტფელის დაახლოებით 55% ურეცეპტო მედიკამენტებზე და ბიოლოგიურად აქტიურ საკვებ დანამატებზე მოდის, შესაბამისად, კომპანიის სოციალური მედიისა და PR-ის გუნდს მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს კომპანიის გაყიდვების გენერირებასა და წარმატებაში.
GM Pharma აცხადებს ვაკანსიას სოციალური მედიისა და PR-ის სპეციალისტი (Social Media & PR Specialist) პოზიციაზე.
გამოსაცდელი პერიოდის შემდეგ გთავაზობთ:
- ყოველწლიურად მზარდ ანაზღაურებას;
- წლიურ საბონუსე სისტემას;
- სოციალურ პაკეტს (სატელეფონო ხარჯები, ჯანმრთელობის დაზღვევა).
ფუნქცია-მოვალეობები:
- კომპანიის პროდუქტებზე მორგებული სოციალური მედიის კაპმანიების შემუშავება, იმპლემენტაცია და აღსრულება;
- კომპანიაზე, კომპანიის პროდუქტებზე მორგებული PR გეგმის (გრძელი და მოკლევადიანი) შედგენა, იმპლემენტაცია და აღსრულება;
- პიარ და სოციალური კომუნიკაციის მიზნით, მიზნობრივი აუდიტორიების განსაზღვრა და რეკლამირების დაგეგმვა/ადმინისტრირება;
- სოციალური ქსელების Facebook, Instagram, YouTube, LinkedIn და სხვ. შერჩეულ პლატფორმებზე კონტენტის შექმნა, კამპანიების მართვა, კომპანიის სწორად პოზიციონირების დაგეგმვა და მონიტორინგი;
- Facebook, Google რეკლამის განთავსების დაგეგმვა და მართვა;
- მიზნობრივ აუდიტორიასთან სწორი და ოპერატიული უკუკავშირი და მონიტორინგი;
- დიზაინერთან, ფოტოგრაფთან და ვიდეოგრაფთან თანამშრომლობა; გადაღებისა და მონტაჟის პროცესების მონიტორინგი;
- კომპანიის ვებ-გვერდის სტრუქტურის შექმნაში მონაწილეობის მიღება, კონტენტის სისტემატური განახლება, SEO ოპტიმიზაცია;
- მონაწილეობა ონლაინ მედიის, გრძელი და მოკლევადიანი სტრატეგიული გეგმის შედგენაში, კონტენტის შექმნაში მონაწილეობა, სტატიების, პოსტერების, ონლაინ-ბანერებისა და პრეროლების სპეციალურ პლატფორმებზე განთავსება და მონიტორინგი, შედეგების ანალიზი და რეპორტინგი;
- ბეჭდური მედიისთვის კონტენტის შექმნაში მონაწილეობა, სტატიებისა და პოსტერების მომზადება, განთავსება, რეპორტინგი;
- სატალევიზიო და რადიო გადაცემების დაგეგმვა, სარეკლამო ვიდეო-რგოლების მომზადებაში მონაწილეობა, განთავსებების მონიტორინგი, შედეგების ანალიზი და რეპორტინგი;
- Live ჩართვების ორგანიზებაში თანამონაწილეობა;
- PR და მარკეტინგულ აქტივობებში ჩართულობა, იდეების შეთავაზება და საინიციატივო პროექტების წარდგენა;
- კომპანიაში არსებული სიახლეების, მიმდინარე ღონისძიებების, მარკეტინგული აქტივობების მედიაში გაშუქება და კონტროლი; პრეს-რელიზის მომზადება;
- სფეროს შესაბამის პარტნიორებთან კომუნიკაციის მართვა, ახალი პარტნიორების მოძიება, ხელშეკრულებების გაფორმება/განახლება;
- კომპანიის მენეჯმენტის მხრიდან ინიცირებული დამატებითი მოვალეობების შესრულება.
განათლება და კვალიფიკაცია:
- უმაღლესი განათლება (სასურველია მარკეტინგის, სოციალური მედია-მენეჯმენტის, PR-ის, ჟურნალისტიკის მიმართულებით);
- რუსული და ინგლისური ენების მაღალ დონეზე ცოდნა – Proficient User C1, C2 (სავალდებულოა);
- მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2-წლიანი გამოცდილება (ფარმაცევტულ სექტორში მუშაობის გამოცდილება უპირატესობად ჩაითვლება);
- კომპიუტერული საოფისე პროგრამების (განსაკუთრებით MS Office: Word, Excel, PowerPoint) ცოდნა;
- Facebook Ads Manager-ის სრულფასოვნად ცოდნა;
- "ქოფირაითი"-ს პრინციპებისა და ტექნიკების საბაზისო ცოდნა;
- გამართულად წერისა და აზრის ლაკონიურად, გასაგებად ჩამოყალიბების უნარი.
პიროვნული უნარ-ჩვევები:
- კომუნიკაბელურობა, საპრეზენტაციო უნარ-ჩვევები;
- ორგანიზებულობა, სტრესულ სიტუაციებში მუშაობის უნარი;
- ინდივიდუალური და გუნდური მუშაობის უნარი;
- პუნქტუალობა, დროის მენეჯმენტი;
- კრეატიულობა.
დაინტერესებულმა პირებმა 2023 წლის 15 დეკემბრამდე გამოაგზავნეთ თქვენი CV მისამართზე: vacancy@gmpgeo.com გთხოვთ, საგანში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.
გაცნობებთ, რომ GM PHARMA ახორციელებს კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებას, ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ასევე შესაძლოა დამუშავდეს სამომავლო ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 1 წლის ვადით. იმ შემთხვევაში თუ არ გსურთ მონაცემთა შემდგომი დამუშავება, გსურთ მონაცემთა ცვლილება ან წაშლა, გთხოვთ მოგვმართეთ.
კომპანია კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ კანონის მოთხოვნათა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით.
მარკეტინგი, რეკლამა, PR
ინტერნეტ მარკეტინგი
ნახვები 217
უნიკალური ნახვები 212