16 ნოე - 15 დეკ
ვიპ
კომუნიკაციების მენეჯერი
თბილისი
  • სრული განაკვეთი
  • 1500 + ბონუსი
  • ბაკალავრი
  • გამოცდილება აუცილებელია , გამოცდილება 1 წლიდან
  • ინგლისური,რუსული
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ARCI აცხადებს ვაკანსიას მომსახურების სამსახურში კომუნიკაციების მენეჯერის პოზიციაზე.

პროექტებში: „შენი სახლი ლისზე“, „შენი სახლი უნივერსიტეტის ქუჩაზე“ და „შენი სახლი სამგორში“.
სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, ა. პოლიტკოვსკაიას ქ.3, შენი სახლი ჯიქიაზე
სამუშაო საათები: 10:00-დან 19:00 საათამდე, ორშაბათი-პარასკევი
ანაზღაურება: ფიქსირებული 1500 ლარი + ბონუსი, კვალიფიკაციის შესაბამისად

პოზიციის მიზანია ბინათმესაკუთრეებისთვის მაღალხარისხიანი მომსახურების შეთავაზება, გამართული კომუნიკაციის ფორმირება (საკომუნიკაციო არხების გამართულად ფუნქციონირება).

მოთხოვნები:
  • უმაღლესი განათლება ჟურნალისტიკასა და/ან საზოგადოებასთან ურთიერთობაში ან მარკეტინგის/ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით.
  • კომუნიკაციების ან მომსახურების სფეროში მუშაობის გამოცდილება (სულ მცირე 1 წელი)
  • გამართულად წერის უნარი
  • ენების ცოდნა: ქართული – სრულყოფილად, რუსული, ინგლისური – სასაუბრო;
  • კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (Microsoft Office)
  • სოციალური მედიის/საკომუნიკაციო არხებთან მუშაობის გამოცდილება (Facebook, Instagram ..)

ფუნქციები:
  • ,,მომსახურების სამსახურის“ საკომუნიკაციო სტრატეგიის განსაზღვრა (მინ. 1 წლიანი გეგმის შემუშავება, შეთანხმება და აღსრულება)
  • ცალკეული პროექტების საკომუნიკაციო სტრატეგიების და აქტივობების გეგმის შემუშავება და განხორციელება.
  • მომსახურების მენეჯერებთან ურთიერთობა
  • სხვადასხვა სამსახურებიდან ინფორმაციის მიღება და მენეჯერებისთვის გაზიარება.
  • CRM -პროგრამაში მუშაობა და რაპორტინგი.
  • საჭიროების შემთხვევაში კლიენტებთან კომუნიკაცია, როგორც სატელეფონო ასევე წერილობითი სახით
  • საკომუნიკაციო არხების მართვა (სიახლეების განთავსება, შემოსულ კითხვებზე პასუხის გაცემა, საინფორმაციო სახის განცხადებების დაწერა, ყოველთვიური/კვარტალური რაპორტის მომზადება (დიაზინერთან ერთად)

აუცილებელი უნარები:

  • ქართულ ენაზე გამართულად მეტყველების და წერის უნარი
  • გამართული კომუნიკაცია და ურთიერთობის სწრაფად და მარტივად დამყარების უნარი (კომუნიკაბელურობა)
  • მომხმარებლების მომსახურების უნარ–ჩვევები (თავაზიანობა, მომხმარებლების დახმარების მზაობის ყურადღების გამოხატვა);
  • ინიციატივის გამოჩენის უნარი
  • გუნდური მუშაობის უნარი
  • მიზანსწრაფული და შედეგის მიღწევაზე ორიენტირებული
  • ორგანიზებულებული, პუნქტუალური და პასუხისმგებლიანი

კანდიდატის შერჩევა მოხდება რამდენიმე ეტაპად:
  • CV – ს განხილვა
  • შიდა ტესტირება
  • გასაუბრება

დაინტერესებულმა პირებმა გამოგვიგზავნეთ რეზიუმე (CV), შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: info.jiqiahouse@gmail.com
დოკუმენტების მიღების ბოლო ვადაა 2023 წლის 30 ნოემბერი.
მარკეტინგი, რეკლამა, PR
საზოგადოებასთან ურთიერთობა, მარკეტინგული კომუნიკაციები
ნახვები 659
უნიკალური ნახვები 625