15 ნოე - 15 დეკ
სტანდარტი
აფთიაქის მენეჯერი
თბილისი
სამედიცინო კომპანია
  • სრული განაკვეთი
  • 1500
  • ბაკალავრი
  • გამოცდილება აუცილებელია , გამოცდილება 2 წლიდან
  • ინგლისური,რუსული
ვაკანსიაზე გამოხმაურება
სამედიცინო კომპანია აცხადებს ვაკანსიას აფთიაქის მენეჯერის პოზიციაზე.
ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი,
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 09:00-18:00
ანაზღაურება - 1500 ლარი

ძირითადი ფუნქციები:
  • აფთიაქში არსებული მედიკამენტებისა და სამედიცინო სახარჯი მასალის მარაგების აღრიცხვა და კონტროლი;
  • შესყიდვების განყოფილებასთან ეფექტური კოორდინაცია მარაგების დროულად და შეუფერხებლად შევსების მიზნით;
  • სხვადასხვა განყოფილების მოთხოვნილი მედიკამენტებითა და სამედიცინო მასალით უზრუნველყოფა.
  • ყოველთვიურად გეგმიური ინვენტარიზაციის განხორციელება;
  • დაქვემდებარებული პერსონალის მართვა და კონტროლი;
  • მედიკამენტებისა და სამედიცინო მასალის მიღება-გაცემასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის წარმოება და აღნიშნული დოკუმენტაციის სისწორის უზრუნველყოფა;
  • სხვადასხვა დავალებების შესრულება უშუალო ხელმძღვანელისგან;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • უმაღლესი სამედიცინო/ფარმაცევტის განათლება;
  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
  • ინგლისური და რუსული ენების საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა;
  • კომპიუტერული საოფისე პროგრამების საბაზისო დონეზე ცოდნა;
  • ქართულად გამართული ვერბალური და წერითი უნარები;

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ელ.ფოსტაზე: newclinicvacancy@gmail.com სათაურის (subject) ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება „აფთიაქის მენეჯერი“.
მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას!
მოთხოვნილი დოკუმენტის/ინფორმაციის გადმოგზავნით დასაქმების მსურველი ადასტურებს, რომ მის მიერ მიწოდებული ინფორმაცია/დოკუმენტაცია არის უტყუარი. დამსაქმებელი იღებს ვალდებულებას მოპოვებული ინფორმაცია დაამუშაოს (მოცემული ან სხვა რელევანტური ვაკანსიისათვის) იმ მოცულობით და ფარგლებში, რომელიც საჭიროა მიზნის მისაღწევად, 2 (ორი) წლის ვადით, ხოლო ნებისმიერი სადავო საკითხის შემთხვევაში, შესაბამისი დავის დასრულებამდე. კანდიდატი უფლებამოსილია ნებისმიერ დროს მოითხოვოს მის შესახებ არსებული ინფორმაციის დამუშავების შეწყვეტა

სამედიცინო
ფარმაცია
ნახვები 160
უნიკალური ნახვები 148