14 ნოე - 01 დეკ
ვიპ
მარაგების მართვის მენეჯერი
- სრული განაკვეთი
- ბაკალავრი
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ელ. ფოსტა: HR@gvirila.com.ge
მარკეტების ქსელი „გვირილა“ ინოვაციური ბრენდია საქართველოს ბაზარზე, რომლის მიზანია შესთავაზოს სხვადასხვა გემოვნების მომხმარებელს მაღალი ხარისხის, ხელმისაწვდომი ფასისა და ფართო ასორტიმენტის პროდუქცია მთელი ქვეყნის მასშტაბით. ამჟამად კომპანია არის სწრაფად მზარდი, რომლისთვისაც მნიშვნელოვანია თანამშრომლის კარიერულ და პროფესიულ განვითარებაზე ზრუნვა.
შპს „გვირილა რითეილის“ მარკეტების ქსელი აცხადებს ვაკანსიას მარაგების მართვის მენეჯერის პოზიციაზე
ფუნქცია/მოვალეობები:
- საქონლის შეკვეთა და მომწოდებლებთან მიწოდების გრაფიკის დაგეგმვა
- მარაგების ოპტიმალური ოდენობის განსაზღვრა
- შეკვეთილი და მიღებული პროდუქციის ყოველდღიური კონტროლი/ანალიზი
- მარაგების მიწოდების პროცესში გამოვლენილი ხარვეზების შესახებ ხელმძღვანელის ინფორმირება
- უშუალო ხელმძღვანელის მითითებით საქმიანობასთან დაკავშირებული სხვა დავალების შესრულება
მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი
- ექსელის კარგად ცოდნა
- ორგანიზებულობა
- დეტალებზე ორიენტირებულობა
- ანალიტიკური აზროვნების უნარი
- უპირატესობა მიენიჭება რითეილ მიმართულებით სამუშაო გამოცდილებას
სამუშაო პირობები:
- სამუშაო გრაფიკი: 10:00-19:00 (ორშაბათი-პარასკევი)
- სამუშაო ადგილი: ქ.თბილისი, სათავო ოფისი
- ანაზღაურება შეთანხმებით
ჩვენ გთავაზობთ:
- კარიერული განვითარების შესაძლებლობას
- მეგობრულ გუნდს
დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნეთ რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: HR@gvirila.com.ge
გთხოვთ, წერილის სათაურში(subject) მიუთითოთ პოზიციის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.
ლოგისტიკა/ტრანსპორტი
მარაგების მართვა
ნახვები 504
უნიკალური ნახვები 426
სხვა ვაკანსიები ამ კომპანიაში