ფარმაცევტ-ტექნოლოგი

თარიღები: 13 სექ - 02 ოქტ
მდებარეობა: თბილისი
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი
განათლება: მაგისტრი
გამოცდილება: 2 - 3 წლამდე
ენები: ინგლისური ქართული
ელ. ფოსტა: gurcho@iveriapharma.com
ტელეფონი: 322 52 87 19
სამედიცინო:  ფარმაცია ფარმაცევტ/პროვიზორი წარმოება/ოპერაციები:  ტექნოლოგი

ივერიაფარმა  აცხადებს ვაკანსიას ფარმაცევტ-ტექნოლოგი  (სამკურნალო საშუალებების წარმოება)

 

 ვალდებულებები:

  • საკანონმდებლო მოთხოვნების, კომპანიის პრინციპების, პოლიტიკის, სათანადო საწარმო პრაქტიკის ნორმების, სტანდარტული პროცედურების  დაცვა;
  • ნედლეულისა და  მასალების ხარჯვითი ნორმების განსაზღვრა;
  • საწარმო უბნების, მოწყობილობების მდგომარეობის კონტროლი;
  • რეგლამენტირებული საწარმო პროცესების კონტროლი, მათი სწორად და უსაფრხოდ წარმართვის უზრუნველყოფა;
  • გადახრების დროულად აღმოფხვრა, აღრიცხვა, ანალიზი;
  • დოკუმენტაციის წარმოება;
  • ექსპერიმენტულ სამუშაოებში მონაწილეობა ახალი ტექნოლოგიური პროცესების ათვისების მიზნით,  მათი დანერგვა წარმოებაში;
  • კვალიფიკაციისა და ვალიდაციის პროცესებში მონაწილეობა;
  • წარმოების პროცესის და ტექნოლოგიური რეჟიმის კორექტირებასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის დროულად განახლება.

 

მოთხოვნები:

  • უმაღლესი ფარმაცევტული განათლება (მაგისტრის ხარისხი);
  • ფარმაცევტულ წარმოებასთან დაკავშირებული სახელმძღვანელო და მარეგულირებელი ნორმატივების  ცოდნა;
  • სამკურნალო საშუალებების  საწარმოო და  ხარისხის კონტროლის ორგანიზების საერთაშორისო სტანდარტის - GMP-ის ცოდნა.
  • ინგლისური ენის ცოდნა (ზეპირი და წერითი კომუნიკაცია).

 

პირობები:

სამუშაო ადგილი: თბილისი; ხელფასი განისაზღვრება გასაუბრების ბოლოს მოლაპარაკების საფუძველზე.

სამუშაო გრაფიკი არის 5/2, 9.00 დან 18.00 საათამდე; შესვენება 13.00-14.00.

კომპანია მდებარეობს  დიღომში შ. გოგიძის  ქუჩაზე.

 

დაინტერესების შემთხვევაში გადმოაგზავნეთ თქვენი რეზიუმეები შემდეგ მეილზე:
gurcho@iveriapharma.com ან დარეკეთ  +995 322 52 87 19

მსგავსი განცხადებები
ფარმაცევტი

იმპექსფარმი


29 აგვ - 27 სექ

ფარმაცევტი

ნანფარმა


30 აგვ - 28 სექ

ფარმაცევტი

ფარმა მარკეტი


12 სექ - 30 სექ

ფარმაცევტი

პსპ ფარმა


14 სექ - 13 ოქტ

ფარმაცევტი

ფარმაცევტული კომპანია ენ თი


21 სექ - 20 ოქტ

დღის ფარმაცევტი

მედიქლაბჯორჯია


04 სექ - 02 ოქტ

კონსულტანტი

ფარმაცევტული სახლი +


12 სექ - 11 ოქტ