16 ნოე - 13 დეკ
სტანდარტი
HR მენეჯერი
ქუთაისი
  • სრული განაკვეთი
  • ბაკალავრი
  • გამოცდილება აუცილებელია , გამოცდილება 1 წლიდან
  • რუსული
ვაკანსიაზე გამოხმაურება
დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს აქციებით შეზღუდული კერძო კომპანია "RENAL HEALTH ORGANISATION UK LIMITED"-ის შვილობილი კომპანია შპს "ჯანმრთელობის ეროვნული ორგანიზაცია" საქართველოს სამედიცინო სფეროში, კერძოდ ქალაქ ქუთაისსა და ოზურგეთში, წარმოდგენილია 2021 წლიდან, რომელიც ემსახურება სახელმწიფო დაფინანსებით ჰემოდიალიზის კომპონენტით მოსარგებლე ბენეფიციართა უზრუნველყოფასა და გადაუდებელ სტაციონარულ მომსახურებას 24 საათიან რეჟმში.
შპს "ჯანმრთელობის ეროვნული ორგანიზაცია“ აცხადებს ვაკანსიას HR მენეჯერის თანამდებობაზე.

ადგილმდებარეობა: ქ. ქუთაისი
სამუშაო განაკვეთი: სტანდარტული, ორშაბათი-პარასკევი 09:30-18:00

ფუნქცია-მოვალეობები:
  • კადრების მოძიების, შერჩევა/რეკრუტმენტის სრული ციკლის მართვა;
  • ახალი თანამშრომლების ინტეგრაციისათვის შესაბამისი ღონისძიებების შემუშავება;
  • ადმინისტრირების პროცესის კონტროლი - პერსონალთან დაკავშირებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტების (ბრძანების), შრომითი ხელშეკრულებებისა და სხვა საჭირო დოკუმენტების მომზადება/შენახვა;
  • სამუშაო აღწერილობების მომზადება და პერიოდული განახლება;
  • თანამშრომელთა სამუშაო გრაფიკების შედგენა;
  • სამუშაო დროის აღრიცხვის ფორმის წარმოება კანონმდებლობის მოთხოვნების შესაბამისად;
  • მინიმალური ანაზღაურების პორტალზე თანამშრომელთა ნამუშევარი დროის (მათ შორის ზეგანაკვეთურად და ღამის განმავლობაში ნამუშევარი საათები) აღრიცხვა;
  • თანამშრომელთა დაქირავებულ პირთა რეესტრის (RS) პორტალზე დამატება და კონტროლი;
  • ყოველთვიურად სახელფასო ცხრილის მომზადება;
  • კომპანიის შიდა ბრძანებების შედგენა და შესაბამის რეესტრში გატარება/დაარქივება.

სავალდებულო მოთხოვნები:
  • უმაღლესი განათლება (სასურველია ბიზნეს ადმინისტრირების ან სოციალური მეცნიერებების მიმართულებით)
  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
  • სამედიცინო დაწესებულებაში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
  • საქართველოს შრომის კოდექსის ცოდნა (სასურველია);
  • კომპიუტერული პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა (MS Office);
  • სავალდებულოა რუსული ენის საკომუნიკაციო დონეზე ფლობა;

პიროვნული თვისებები:
  • ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • ორგანიზებულობა;
  • პასუხისმგებლობის მაღალი დონე

დაინტერესებულ პირებს ვთხოვთ, გამოაგზავნონ რეზიუმე (CV) შემდეგ მისამართზე: healthgeohr@gmail.com
ადამიანური რესურსები
HR მენეჯერი
ნახვები 639
უნიკალური ნახვები 607