13 ნოე - 11 დეკ
სტანდარტი
პროდუქტ-მენეჯერი
თბილისი
  • სრული განაკვეთი
  • ინგლისური
ვაკანსიაზე გამოხმაურება
კომპანია „ნობლექსი“ 2005 წლიდან მოღვაწეობს აგრობიზნესში და წარმოადგენს ერთერთ უმსხვილეს სადისტრიბუციო კომპანიას ამ მიმართულებით საქართველოს მასშტაბით, რომელიც თბილისში, ქვ. ქართლსა და კახეთში წარმოდგენილია მაღაზიათა ქსელით „აგროსფერო“, ასევე, არის ხორბლის თესლის სერტიფიცირებული მწარმოებელი კომპანია. ჩვენი კომპანია გთავაზობთ პროდუქტ-მენეჯერის პოზიციაზე მუშაობას, ღვინის წარმოების ინვენტარის მიმართულებით

კომპანიის შესახებ ოფიციალური ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ:
ვებ. გვერდზე: www.agrosphere.ge/about
ჩვენი ონლაინ მაღაზია: https://agrosphere.ge
Facebook https://www.facebook.com/Agrosphere.ge/
Youtube: https://www.youtube.com/channel/UC_gnxgvIsEfSC-DHnDB7RnQ

ძირითადი მოვალეობები:
  • ღვინის საწარმოო ინვენტარის მიმართულებით არსებული პორტფელის ეფექტური მართვა
  • მოლაპარაკებების წარმოება არსებულ თუ პოტენციურ მომწოდებლებთან და პარტნიორული ურთიერთობის განვითარება
  • ადგილობრივი ბაზრის ანალიზი და მოთხოვნების შესწავლა
  • სწორი ფასწარმოქმნა და გაყიდვების სტიმულირება
  • ახალი პროდუქტის დანერგვის სამუშაოების ორგანიზება და კოორდინირება

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • სასურველია, კვების პროდუქტების წარმოების, ან მეღვინეობა-მევენახეობის მიმართულებით განათლება/გამოცდილება
  • სასურველია, მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება
  • აუცილებელია: ინგლისური ენის ცოდნა. დამატებით, რუსული ენის ცოდნა, იქნება პრიორიტეტული
  • საოფისე პროგრამების ცოდნა, განსაკუთრებით Excel-ის
  • ქვეყნის გარეთ, მივლინებით ვიზიტის შესაძლებლობა

ჩვენი პარტნიორი, საერთაშორისო კომპანიები, რომლებთანაც მოუწევს პროდუქტ-მენეჯერს თანამშრომლობა და ვიზიტების დაგეგმვა:
https://lnkd.in/ebVeTvYd
https://lnkd.in/exKBkJwy
https://lnkd.in/eJ_mvCPT

სამუშაო პირობები:
  • სამუშაო დღეები: ორშაბათი- პარასკევი.
  • სამუშაო საათები: 09:00-18:00 ან 10:00-19:00
  • სამუშაო ადგილი: თბილისი, კახეთის გზატკეცილი 155.
  • ანაზღაურება: ფიქსირებულ ანაზღაურება და წლიური ბონუსი

გთხოვთ, რეზიუმე გამოაგზავნოთ, მეილზე: hr@noblex.ge 10.12. 2023-ის ჩათვლით
ან, დარეგისტრირდით ჩვენს დასაქმების გვერდზე: https://zurl.to/lZRZ?source=CareerSite
წარმატებებს გისურვებთ !
წარმოება/ოპერაციები
წარმოება/ოპერაციების დაგეგმვა
ნახვები 192
უნიკალური ნახვები 185