10 ნოე - 10 დეკ
ვიპ CV
კომერციული დირექტორი
- სრული განაკვეთი
- მაგისტრი
- გამოცდილება აუცილებელია , გამოცდილება 4 წლიდან
სუპერმარკეტების ქსელი „ბილიონი“, რომელიც საცალო ვაჭრობის ერთ-ერთი წამყვანი ბრენდია, წლებია მომხმარებელს სთავაზობს 15000 და მეტი დასახელების სასურსათო და საყოფაცხოვრებო/სამშენებლო პროდუქციის არჩევანს და უწევს მათ მაღალხარისხიან მომსახურეობას.
„ბილიონი“-ს მაღაზიათა ქსელის უმთავრესი ღირებულებაა იყოს მომხმარებელზე მორგებული, უზრუნველყოს მრავალფეროვანი არჩევანი და მაღალხარისხიანი მომსახურება, ტერიტორიული ხელმისაწვდომობა და კომფორტული სივრცე. ამ ღირებულებების შენარჩუნება/განვითარებისთვის ჩვენ ვახდენთ ადამიანური კაპიტალის განვითარებას შესაბამისი სტანდარტებისა და პროცედურების დანერგვით.
კომპანია „ბილიონი“ აცხადებს კონკურსს კომერციული დირექტორის ვაკანტურ პოზიციაზე
სამუშაო ადგილი: ქ. ბათუმი
სამუშაო გრაფიკი: სრული (ორშაბათიდან-პარასკევის ჩათვლით. კვირაში არაუმეტეს 40 საათისა
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
ძირითადი მოთხოვნები:
აუცილებელი უნარები:
„ბილიონი“-ს მაღაზიათა ქსელის უმთავრესი ღირებულებაა იყოს მომხმარებელზე მორგებული, უზრუნველყოს მრავალფეროვანი არჩევანი და მაღალხარისხიანი მომსახურება, ტერიტორიული ხელმისაწვდომობა და კომფორტული სივრცე. ამ ღირებულებების შენარჩუნება/განვითარებისთვის ჩვენ ვახდენთ ადამიანური კაპიტალის განვითარებას შესაბამისი სტანდარტებისა და პროცედურების დანერგვით.
კომპანია „ბილიონი“ აცხადებს კონკურსს კომერციული დირექტორის ვაკანტურ პოზიციაზე
სამუშაო ადგილი: ქ. ბათუმი
სამუშაო გრაფიკი: სრული (ორშაბათიდან-პარასკევის ჩათვლით. კვირაში არაუმეტეს 40 საათისა
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
- კომპანიის გაყიდვების სტრატეგიის, სამოქმედო გეგმის შემუშავება და შესრულების მართვა;
- ბაზრის კვლევა, ტენდენციების რეგულარული ანალიზი და შესაბამისი მარკეტინგული აქციების შემუშავება/ორგანიზება;
- მომწოდებლებთან აქტიური თანამშრომლობა პროდუქტების განვითარების, ასორტიმენტის გაფართოების, გაყიდვების, მარკეტინგული სტიმულირების და შესაბამისი სამოქმედო გეგმების შემუშავებისთვის;
- ფასების ანალიტიკისა და ოპტიმიზაციის პროცესების ხელმძღვანელობა;
- გაყიდვების სტიმულირებისათვის ღონისძიებათა დაგეგმვის ხელმძღვანელობა;
- მომწოდებლების მიერ შემუშავებული აქციების ქსელში გატარება და კონტროლი;
- გაყიდვებისა და მომგებიანობის დადგენილი მიზნობრივი მაჩვენებლების მიღწევის უზრუნველყოფა;
- ფილიალების მენეჯერებთან/პერსონალთან პროაქტიული მუშაობა/გადამზადება;
- ფილიალებში აქციების დაგეგმვა/განხორციელების ყოველდღიური კონტროლი;
- ფილიალებში საქონლის განლაგების დაგეგმვა;
- ფილიალების პერიოდული ვიზიტი/ინსპექტირება;
- ქსელში მომხმარებლის მომსახურების და გაყიდვების სტანდარტის დანერგვა;
- თანამშრომელთა საბონუსე სქემის შემუშავება დანერგვა. არსებულის მონიტორინგი;
- გაყიდვების ანალიზი და შედეგებიდან გამომდინარე შემდგომი საქმიანობის დაგეგმვა;
- სიახლეებისა და ცვლილებების შესახებ მომხმარებლის დროული ინფორმირება;
- მომხმარებლის მიერ დაყენებული მოთხოვნის/პრობლემის იდენტიფიცირება, შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებთან გადამისამართება და მოთხოვნის დროული შესრულების მონიტორინგი;
- მომსახურების პროცესის გაუმჯობესების მიზნით, დეპარტამენტის გამართულად და ხარისხიანად მუშაობის უზრუნველსაყოფად, ახალი იდეების გენერირება;
- გაყიდვების რეპორტის მომზადება და უშუალო ხელმძღვანელისთვის წარდგენა წინასწარ განსაზღვრული პერიოდულობით.
ძირითადი მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება, ბიზნესის ადმინისტრირებაში, ეკონომიკაში ან ფინანსებში.
- სავალდებულოა მუშაობის გამოცდილება მაღალ მენეჯერულ პოზიციაზე მარკეტინგის ან/და გაყიდვების მიმართულებით;
- მენეჯერულ პოზიციაზე არანაკლებ 4 წლის, ხოლო მაღალ მენეჯერულ პოზიციაზე არანაკლებ 2 წლის გამოცდილება;
- ძირითადი საოფისე პროგრამების (Word, PowerPoint, Outlook) ცოდნა;
- Excel მაღალ დონეზე ფლობა;
აუცილებელი უნარები:
- ორგანიზების და მართვის უნარი;
- გუნდური მუშაობისა და გუნდის ეფექტიანი მუშაობის ორგანიზების უნარი;
- ბიზნესის განვითარებაზე და ახალი ტექნოლოგიების დანერგვაზე ორიენტირებული;
- სისტემური აზროვნების, მართვის სისტემური კომპონენტების შექმნის და დანერგვის უნარი;
- ზოგადი სტრატეგიული ხედვის და დაგეგმვის უნარი;
- მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
- დისციპლინირებული;
- სტრესულ სიტუაციაში მუშაობის უნარი.
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოეხმაუროთ განცხადებას „გაგზავნე CV“ ღილაკის საშუალებით.
შენიშვნა: პირის მიერ ავტობიოგრაფიის (CV) გამოგზავნა გულისხმობს მის მიერ პერსონალური მონაცემების დამსაქმებლისათვის გადაცემას და თანხმობის გაცხადებას აღნიშნული მონაცემების დამუშავების თაობაზე. ავტობიოგრაფიაში მითითებული პერსონალური მონაცემები დამსაქმებლის მიერ დამუშავებული/შენახული იქნება მხოლოდ ვაკანსიისათვის კანდიდატის შერჩევის, შესასრულებელ სამუშაოსთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენის, შესაძლო შრომითი ურთიერთობის წარმოშობის მიზნით, შრომითი ურთიერთობის მთელი პერიოდის განმავლობაში, ასევე შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე. დამსაქმებლის მხრიდან, ზემოთ აღნიშნული მიზნებისათვის, პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება მხოლოდ შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირთა/თანამშრომელთა მიერ. კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავება/შენახვა განხორციელდება 6 თვის ვადით ელექტრონული ან/და ამობეჭდილი სახით.
მადლობას გიხდით დაინეტრესებისათვის!
გისურვებთ წარმატებას!
TOP მენეჯმენტი
კომერციული დირექტორი
ნახვები 1288
უნიკალური ნახვები 1188
გაგზავნილი CV-ები 32