28 ნოე - 03 დეკ
სტანდარტი
დიასახლისი
- სრული განაკვეთი
- 500
+ ბონუსი
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ელ. ფოსტა: hr1@autotechno.ge
შპს „ავტოტექნო“ წარმოადგენს სატვირთო ავტომობილების და სამშენებლო ტექნიკის მომწოდებელ კომპანიას, რომელიც დაარსდა 2016 წელს. სპეციალიზირებულია სამი მიმართულებით:
- წამყვანი ჩინური ბრენდების (Sinotruk Howo; SHANTUI) ავტომობილების, ბულდოზერების, ექსკავატორების, თვითმცლელების და სხვა ტიპის ტექნიკის იმპორტი და რეალიზაცია;
- არსებული ბრენდების სათადარიგო ნაწილების რეალიზაცია;
- გაყიდული ტექნიკის საგარანტიო და გარანტიის შემდგომი მომსახურება, მიმდინარე ტექნიკური სერვისი.
კომპანიის ერთ-ერთი ძირითადი ბიზნეს ერთეულია სატვირთო ავტომობილებისა და სათადარიგო ნაწილების მაღაზია, რომელიც მდებარეობს ქალაქ თბილისში.
გაფართოებასთან დაკავშირებით ვეძებთ მოტივირებულ კანდიდატებს!
გთავაზობთ დასაქმების და კარიერული განვითარების რეალურ შესაძლებლობას!
შპს „ავტოტექნო“ აცხადებს ვაკანსიას დიასახლისის პოზიციაზე
ადგილმდებარეობა: თბილისი (ფონიჭალა, დიღმის ტრასა)
სამუშაო საათები: 10:00 - 14:00 (ორშაბათი-შაბათი)
ანაზღაურება: 500 ლარი (ხელზე ასაღები) + კვარტალური ბონუსი
ფუნქცია-მოვალეობები:
- საოფისე სივრცის სისუფთავეზე ზრუნვა;
- ჰიგიენის მოთხოვნის დაცვა;
- სამუშაო ადგილის ყოველდღიური დასუფთავება;
- ჰიგიენური საშუალებების გონივრული გამოყენება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- სასურველია ამავე პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება.
საჭირო პიროვნული უნარ-ჩვევები:
- დეტალებზე ორიენტირება;
- პუნქტუალურობა.
გთხოვთ, დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნეთ თქვენი CV/რეზიუმე შემდეგ ელ.ფოსტაზე: hr1@autotechno.ge და წერილის თემის გრაფაში (subject-ში) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება - „დიასახლისი“.
თქვენს მიერ გაგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანიის მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, აგრეთვე შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისთვის შემდგომი 5 (ხუთი) წლის განმავლობაში.
დაინტერესების შემთხვევაში, თუ რატომ არ შეირჩა თქვენი კანდიდატურა გასაუბრების ეტაპისთვის, შეგიძლიათ მოგვწეროთ აღნიშნულ მეილზე, ჩვენ სიამოვნებით გიპასუხებთ!
გისურვებთ წარმატებას და კარიერულ წინსვლას!
ადმინისტრაცია
დიასახლისი
ნახვები 149
უნიკალური ნახვები 145