16 ნოე - 01 დეკ
ვიპ
დისტრიბუტორი
- სრული განაკვეთი
- 1300
+ ბონუსი
- მართვის მოწმობაB
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ელ. ფოსტა: r.mamaladze@orientltd.ge
შპს „ორიენტი“ სადისტრიბუციო კომპანიაა, რომელიც უკვე 22 წელია წარმატებით მოღვაწეობს საქართველოს სადისტრიბუციო ბაზარზე. ჩვენი წარმატების გარანტი, უპირველეს ყოვლისა, ის ღირებულებებია, რომელზეც საქმიანობას ვაფუძნებთ და რომელიც ერთგული მომხმარებლის მზარდ სიმრავლეს განაპირობებს. ჩვენ ვთანამშრომლობთ და საქართველოში წარმოვადგენთ ბრენდებს, რომლებიც ერთნაირი პოპულარობით სარგებლობს მსოფლიო მასშტაბით, ესენია: BEBETO, COSBY. ამჟამად კი ვეძებთ ერთგულ, პასუხისმგებლობით სავსე და შრომისმოყვარე ადამიანებს, რათა მათ ჩვენს დიდ ოჯახში შემოერთების, სტაბილური შემოსავლის მიღების და შემდგომი წინსვლის საშუალება მივცეთ.
კომპანია ორიენტი აცხადებს ვაკანსიას დისტრიბუტორის(დასტავკა) პოზიციაზე თბილისში.
ჩვენთან თანამშრომლობის შემთხვევაში გთავაზობთ:
მოთხოვნები:
კომპანია ორიენტი აცხადებს ვაკანსიას დისტრიბუტორის(დასტავკა) პოზიციაზე თბილისში.
ჩვენთან თანამშრომლობის შემთხვევაში გთავაზობთ:
- შესაძლებლობას გახდეთ სწრაფად მზარდი კომპანიის თანამშრომელი;
- თანამედროვე და მოწესრიგებულ სამუშაო გარემოს;
- პროფესიონალ და მეგობრულ გუნდს;
- პროფესიული ზრდის შესაძლებლობას;
- შრომის ჯანსაღ და უსაფრთხო პირობებს;
- ანაზღაურებად შვებულებას
მოთხოვნები:
- სასურველია, თუმცა არა სავალდებულო, დისტრიბუციაში მუშაობის გამოცდილება;
- დახასიათება წინა სამსახურიდან;
- ცნობა ნასამართლეობაზე;
- ცნობა ნარკოლოგიურიდან ;
- ავტომობილის მართვის მოწმობა - B კატეგორია;
- კომპანია უზრუნველყოფს: ავტომობილსა და საწვავს;
ძირითადი მოვალეობები:
- მოახდინოს საწყობიდან შეკვეთილი პროდუქციის ჩატვირთვის კონტროლი;
- უზრუნველყოს პროდუქციის მიწოდება სავაჭრო ობიექტებში გაწერილი მარშრუტის მიხედვით;
- ყოველდღიურად წარმოადგინოს ანგარიში, ჩატარებული სამუშაოს შესახებ;
- სამუშაო დღის ბოლოს, ობიექტიდან ამოღებული თანხა შეიტანოს სალაროში;
- უზრუნველყოს მის სარგებლობაში მყოფი ავტომანქანის გამართული მუშაობა და ჰიგიენის კონტროლი.
ანაზღაურება:
ფიქსირებულ ანაღაურებას დამატებული გაყიდვებიდან მიბმული ბონუსი
დისტრიბუტორის ანაზღაურება: 1300 ლარი მოჭრილი (ხელზე ასაღები) + საშუალოდ 300 ლარი ბონუსი.
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათიდან-პარასკევის ჩათვლით (09:00-დან 18:00მდე; შესვენება1 საათი 13:00ზე), დასვენების დღე შაბათი-კვირა.
გასაუბრება ჩატარდება მისამართზე: ქ.თბილისი, გრიგოლ ლორთქიფანიძის ქ.154 (ისანი-სამგორის რ-ნი, ყოფილი კაიროს ქუჩა).
გთხოვთ, დაინტერესებულმა კანდიდატებმა გადმოაგზავნოთ რეზიუმე ფოტოსურათით მისამართზე: r.mamaladze@orientltd.ge. ელექტრონულ წერილის სათაურის ველში მიუთითეთ სასურველი ვაკანსიის დასახელება. წინააღმდეგ შემთხვევაში, მიღებული რეზიუმე არ განიხილება
გაყიდვები
დისტრიბუცია
ნახვები 795
უნიკალური ნახვები 707