- სრული განაკვეთი
- ბაკალავრი
- გამოცდილება აუცილებელია , გამოცდილება 3-დან 6 წლამდე
- ინგლისური,რუსული
არქიტექტურული კომპანია Edifice Art აცხადებს ვაკანსიას მუშა პროექტის არქიტექტორისა და არქიტექტორ-კონცეპტუალისტის პოზიციაზე.
გვესაჭიროება როგორც მუშა პროექტზე პასუხისმგებელი სპეციალისტი, აგრეთვე არქიტექტორ-კონცეპტუალისტი.
თუ გაინტერესებთ დახვეწილი დიზაინის შექმნა, მისი რეალიზაცია, სხვადასხვა მასშტაბის არქიტექტურულ გამოწვევებთან გამკლავება და პროფესიული განვითარება, დაპატიჟებულნი ხართ, ჩვენი გუნდის წევრი გახდეთ.
პირობები:
- სრული სამუშაო დღე.
- კომფორტული ოფისი თბილისის ცენტრში.
- პოზიტიური გარემო.
- საინტერესო პროექტები, - როგორც მოცულობითი არქიტექტურული ობიექტები, აგრეთვე ინტერიერის დიზაინი და გრგ, საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ.
- ანაზღაურება განისაზღვრება გასაუბრებაზე, კანდიდატის კვალიფიკაციიდან გამომდინარე. დამატებითი ანაზღაურება/ბონუსები განისაზღვრება შესრულებული სამუშაოს ხარისხით და დროით.
მუშა პროექტის არქიტექტორი
ძირითადი მოვალეობები:
- პროექტის შესაბამისი ნახაზების და ვიზუალური მასალის შექმნა.
- ქალაქის მერიასა და მუნიციპალურ თვითმმართველობებში პროექტის შეთანხმებისა და მშენებლობის ნებართვისთვის საჭირო დოკუმენტაციის მომზადება.
- საპროექტო კალკულაციის წარმოება.
- მუშა ნახაზების შედგენა.
- საპრეზენტაციო მასალების მომზადება, 3D ვიზუალიზაცია.
- პროექტში ჩართულ სხვა ტექნიკურ სპეციალისტებთან კომუნიკაცია.
აუცილებელი მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება არქიტექტურულ სფეროში;
- მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება: 3-6 წელი.
- არქიტექტურული პროგრამების ცოდნა: ArchiCAD, AutoCAD, Photoshop, Lumion, Microsoft Office-ის პროგრამები. (3D MAX -ის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად);
- ენების ცოდნა: ქართული, ინგლისური და რუსული.
პიროვნული თვისებები:
- დროის ეფექტური მენეჯმენტი;
- დედლაინის პატივისცემა, როგორც საკუთარი თავის.
- ორგანიზებულობა და პასუხისმგებლობა;
- როგორც გუნდში, ისე ინდივიდუალურად მუშაობის უნარი.
- სტრესულ სიტუაციებში გადაწყვეტილებების მიღების უნარი;
- განვითარებაზე ორიენტირებული;
- იუმორის გრძნობა (სასურველია)
არქიტექტორ-კონცეპტუალისტი
გვჭირდება სპეციალისტი, რომელიც თავიდან ბოლომდე შეიმუშავებს შენობის კონცეფციას, გაუძღვება საპროექტო დოკუმენტაციის შედგენას და კომუნიკაცია ექნება პროექტში ჩართულ სხვა ტექნიკურ სპეციალისტებთან და ვიზუალიზატორებთან.
ძირითადი მოვალეობები:
- პროექტის ქალაქგეგმარებითი მდებარეობის, მოცულობის და ფასადების ვიზუალური ნაწილის კონცეფციის შექმნა.
- კონცეპტუალური გადაწყვეტილების საპრეზენტაციო მასალების და ნახაზების მომზადება.
- ტექნიკური დავალების შექმნა დამხმარე სპეციალისტისთვის / სტაჟიორისთვის.
- საპროექტო კალკულაციის წარმოება.
- პროექტში ჩართულ სხვა ტექნიკურ სპეციალისტებთან კომუნიკაცია.
- ქალაქის მერიასა და მუნიციპალურ თვითმმართველობებში პროექტის შეთანხმებისა და მშენებლობის ნებართვისთვის საჭირო დოკუმენტაციის მომზადება.
აუცილებელი მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება არქიტექტურულ სფეროში;
- პროექტირების გამოცდილება: მინიმუმ 3 წელი.
- პრაქტიკული ცოდნა საფასადე სამუშაოების წარმოებაში, მასალებსა და ტექნოლოგიებში.
- არქიტექტურული პროგრამების ცოდნა: ArchiCAD, AutoCAD, Photoshop, Lumion, Microsoft Office-ის პროგრამები.
- ენების ცოდნა: ქართული, ინგლისური და რუსული.
- არქიტექტურილი ჩანაფიქრის მარტივად და გასაგებად გადმოცემის უნარი.
- საპროექტო პროცესის მართვის უნარი.
პიროვნული თვისებები:
- დროის ეფექტური მენეჯმენტი;
- დედლაინის პატივისცემა, როგორც საკუთარი თავის.
- ორგანიზებულობა და პასუხისმგებლობა;
- დამხმარე სპეციალისტის / სტაჟიორის ხელმძღვანელობის უნარი.
- მაღალი ესთეტიკური გემოვნება;
- სტრესულ სიტუაციებში გადაწყვეტილებების მიღების უნარი;
- განვითარებაზე ორიენტირებული;
- იუმორის გრძნობა (სასურველია)
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ
გამოეხმაუროთ განცხადებას „გაგზავნე CV“ ღილაკის საშუალებით.