ჯავშნების სისტემის მენეჯერი

Hotel Hub Georgia

თარიღები: 31 აგვ - 29 სექ
მდებარეობა: თბილისი
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი
განათლება: ბაკალავრი
გამოცდილება: 1 - 2 წლამდე
ენები: ქართული ინგლისური რუსული
ელ. ფოსტა: vacancy@hotelhub.ge
ადმინისტრაცია:  მონაცემთა დამუშავების ოპერატორი ტურიზმი/სასტუმრო/რესტორანი/კვება:  ჯავშნები ტურიზმი(ზოგადი)

სასტუმროების ონლაინ ჯავშნების პლატფორმა “Hotel Hub Georgia, ეძებს აპლიკანტს ჯავშნების სისტემის მენეჯერის პოზიციაზე.

“Hotel Hub”  გახლავთ სრულიად ინოვაციური პროექტი ქართული ტურიზმის, კერძოდ კი ჰოსფითალითი ინდუსტრიაში; იგი მოიცავს რამდენიმე ასეულ კორპორატიულ პარტნიორს 15+ ქვეყანაში და 100+ სასტუმროს ჯავშნების სისტემაში;

ჩვენი ფილოსოფია მარტივია - ჩვენ გვიყვარს საკუთარი საქმე. ჩვენ ვთავაზობთ მაქსიმალურ კომფორტსა და სიმყუდროვეს ჩვენს სტუმრებს.

 

სამუშაოს აღწერილობა:

  • პარტნიორი კომპანიების ექსტრანეტებში სასტუმროს ნომრების მართვა;
  • სხვადასხვა ონლაინ პლატფორმაზე სასტუმროების ფასების შედარება ყოველკვირეულად;
  • ახალ პარტნიორთან ადმინისტრაციული ნაწილის მართვა (ხელმოწერილი ხელშეკრულების გაგზავნა და სხვა ადმინისტრაციული დავალებების შესრულება);
  • არსებულ პარტნიორთან ნებისმიერი წარმოჭრილი პრობლემის მოგვარება, როგორც ტექნიკური, ასევე ინფორმაციული კუთხით;
  • სხვა დამატებით მოვალეობების შესრულება, რომელიც ხელს შეუწყობს მიმართლების ეფექტურად განვითარებასა და გაყიდვების ზრდას;

 

ვის ვეძებთ ჩვენ:

  • უმაღლესი განათლება;
  • აუცილებელია სასტუმროების ონლაინ ჯავშნების საერთაშორისო სისტემებში სრულფასოვანი მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
  • აუცილებელია ინგლისური და რუსული ენების ფლობა;
  • დეტალებზე ორიენტირებული;
  • მოწესრიგებული და ორგანიზებული;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობის მქონე;

 

რას გთავაზობთ ჩვენ:

  • კონკურენტუნარიან ანაზღაურებას, ჯანმრთელობის დაზღვევის პროგრამითა და საკომუნიკაციო ხარჯების უზრუნველყოფით;
  • ტურიზმის სფეროში ერთ-ერთ საუკეთესო კომპანიაში გამოცდილების მიღების პერსპექტივას;
  • სასიამოვნო და მყურდო სამუშაო გარემოს;
  • კარიერული ზრდის პერსპექტივას, ინტერესების შესაბამისად;
  • სხვადასხვა ტიპის აქტივობებს, გუნდის შეკავშირების მიზნით;

 

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV)  შემდეგ ელექტრონულ მისამართზე:  vacancy@hotelhub.ge გთხოვთ,  სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი რეზიუმე არ განიხილება. ინტერვიუები დაიგეგმება მიღებული რეზიუმეების საფუძველზე შერჩეულ აპლიკანტებთან.

მადლობას გიხდით დაინტერესებისთვის!

წარმატებას გისურვებთ!

მსგავსი განცხადებები
მონაცემთა ბაზის სპეციალისტი

Hotel Hub Georgia


18 სექ - 02 ოქტ

Incoming Tour Manager

My Geo Trip


10 სექ - 08 ოქტ

Incoming Tour Manager

My Geo Trip


04 სექ - 30 სექ

Менеджер проекта Ресторанно-Гостиничного комплекса

GP Georgia


30 აგვ - 28 სექ

ადმინისტრატორი

სასტუმრო ევროლუქსი


19 სექ - 25 სექ

ავიაბილეთების ოპერატორი/ტურიზმის ოპერატორი

ვოიაჟ ტურს ჯორჯია


17 სექ - 16 ოქტ

ანაზღაურებადი სტაჟირება ტურისტულ პროექტზე სამუშაოდ

ატრაქცია


03 სექ - 02 ოქტ