31 ოქტ - დღეს
ვიპ
ფინანსური აღრიცხვის მენეჯერი
- სრული განაკვეთი
- ბაკალავრი
- გამოცდილება აუცილებელია , გამოცდილება 6 წლიდან
- ინგლისური,რუსული
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ელ. ფოსტა: hr@loyalpartners.ge
კომპანია “ლოიალ ფართნერსი” აცხადებს ვაკანსიას ფინანსური აღრიცხვის ჯგუფის ხელმძღვანელის პოზიციაზე.
“ლოიალ ფართნერსი” სწრაფად მზარდი აუდიტორული და საკონსულტაციო კომპანიაა, რომელიც 100-ზე მეტ პარტნიორს უწევს მაღალკვალიფიციურ ფინანსურ მომსახურებას.
ჩვენი მიზანია პარტნიორ კომპანიებს შევთავაზოთ მათზე მორგებული, საიმედო სერვისი.
სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, ა.წერეთლის 123
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 10:00-18:00
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება ფინანსების მიმართულებით
- მსგავს პოზიციაზე მუშაობის 5 წლიანი გამოცდილება;
- საბუღალტრო პროგრამებში მუშაობის გამოცდილება (FINA, Balance, Superfin);
- საოფისე პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა;
- საგადასახადო კოდექსის და კანოქვემდებარე ნორმატიული აქტების ცოდნა;
- ფინანსური აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების ცოდნა;
- ინგლისური და რუსული ენების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.
ფუნქცია-მოვალეობები:
- საბუღალტრო ბაზის მართვა, გატარებების სისწორის კონტროლი;
- საგადასახადო და საპენსიო დეკლარაციების გადამოწმება და გაგზავნა;
- ფინანსური რეპორტების მომზადება;
- არსებული და პოტენციური პარტნიორი კომპანიებისთვის კონსულტაციების გაწევა ფინანსურ და საგადასახადო საკითხებში;
- დაქვემდებარებული ჯგუფის მართვა;
- III და IV კატეგორიის საწარმოთა ფინანსური ანგარიშგების წარდგენა.
პიროვნული უნარ-ჩვევები
- დეტალებზე ორიენტირებულობა;
- ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
- დროის მართვის უნარი;
- ანალიტიკური აზროვნება;
- გუნდური მუშაობის უნარი;
- განვითარებაზე ორიენტირებულობა;
- მენეჯერული მართვის უნარები.
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ელ.ფოსტაზე: hr@loyalpartners.ge და სათაურის (subject) ველში მიუთითეთ „ფინანსური აღრიცხვის ჯგუფის ხელმძღვანელი“.
მადლობა დაინტერესებისთვის, გისურვებთ წარმატებას!
თქვენ მიერ გაგზავნილი რეზიუმე “პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანიის მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის.
იმ შემთხვევაში, თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.
ბუღალტერია/ფინანსები
ფინანსური მენეჯერი
ნახვები 536
უნიკალური ნახვები 514