კონსულტანტი

თარიღები: 30 აგვ - 28 სექ
მდებარეობა: თბილისი
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი
განათლება: ბაკალავრი
ენები: ქართული ინგლისური რუსული
ელ. ფოსტა: hrbatumi@goodwill.ge
გაყიდვები:  გაყიდვები(ზოგადი) გაყიდვების კონსულტანტი

კომპანია „გუდვილი“ 2004 წლიდან ქართული საცალო ბაზრის ლიდერი ბრენდია. „გუდვილის“ ქსელი წარმოდგენილია თბილისში, გორსა და ბათუმში. კომპანიის მთავარი ამოცანაა მომხმარებლისთვის საუკეთესო ხარისხის უზრუნველყოფა, მათთვის ახალი და მრავალფეროვანი პროდუქციის, პროექტისა და სერვისის შეთავაზება, ხოლო თანამშრომელთათვის საუკეთესო სამუშაო გარემოს შექმნა.

„გუდვილის“ სიძლიერე მაღალკვალიფიციურ და მოტივირებულ პერსონალშია. ჩვენ გამუდმებით ვზრუნავთ მათი პროფესიონალიზმის ამაღლებასა და სწავლებაზე. „გუდვილი“ თანამშრომლებს სარგებლის მთელ სისტემას სთავაზობს: სამედიცინო დაზღვევა, დამატებითი სწავლების დაფინანსება, ანაზღაურებადი დამატებითი შვებულება, ანაზღაურების ბონუსური სისტემა, პრემია.

ჩვენ პატივს ვცემთ და თანაბარ შესაძლებლობებს ვაძლევთ ყველა თანამშრომელს განუსხვავებლად მათი ასაკისა, სქესისა და ეთნიკური წარმომავლობისა.

 

„გუდვილი“ აცხადებს ვაკანსიას სავაჭრო დარბაზის კონსულტანტის პოზიციაზე ქ. თბილისში

პოზიციის მდებარეობა: ქ. თბილისი

 

ძირითადი მოვალეობები:

  • მომხმარებლისთვის სარეალიზაციო პროდუქტის ირგვლივ კონსულტაციის გაწევა;
  • პროდუქციის რეალიზებისთვის გამზადება: პროდუქციის ვადიანობის, ხარისხის, ანოტაციების, ფასმაჩვენებლების შემოწმება და კონტროლი;
  • მის კომპეტენციაში შემავალ სექციაში პროდუქციის შევსების უზრუნველყოფა, სისუფთავისა და წესრიგის დაცვა;

 

მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება (მისაღებია დამამთავრებელი კურსის სტუდენტებიც);
  • სასურველია მომხმარებელთან ურთიერთობაში სამუშაო გამოცდილება;
  • რუსული და ინგლისური ენების სასაუბრო დონეზე ცოდნა;
  • კომუნიკაბელურობა;
  • ორგანიზებულობა და დისციპლინა;
  • სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი;

 

დამატებითი ინფორმაცია

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV ფოტოსურათით შემდეგ ელ.ფოსტაზე: hrbatumi@goodwill.ge; სათაურის ველში მიუთითეთ „konsultanti”, წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი განაცხადი არ განიხილება.

 

გისურვებთ წარმატებას!

მსგავსი განცხადებები
Brand Ambassador/Consultant

HRRA


11 სექ - 23 სექ

Brand Ambassador/Consultant in Batumi

HRRA


11 სექ - 23 სექ

English Speaking Telemarketer

DML GROUP


07 სექ - 06 ოქტ

German Speaking Salesperson

Exorosystems


23 აგვ - 21 სექ

Sales Girl

VITA INTERNATIONAL LLC


24 აგვ - 21 სექ

Sales Representative

GITS


12 სექ - 11 ოქტ

Продовец Консултант В Кутаиси

პლასტიკს საქართველო


27 აგვ - 25 სექ