კვების ტექნოლოგი

თარიღები: 30 აგვ - 28 სექ
მდებარეობა: თბილისი
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი
გამოცდილება: 3 - 5 წლამდე
ენები: ქართული ინგლისური
ელ. ფოსტა: hrg@goodwill.ge
ტურიზმი/სასტუმრო/რესტორანი/კვება:  კვების ტექნოლოგი (Q&A)

კომპანია „გუდვილი“ 2004 წლიდან ქართული საცალო ბაზრის ლიდერი ბრენდია. „გუდვილის“ ქსელი წარმოდგენილია თბილისში, გორსა და ბათუმში. კომპანიის მთავარი ამოცანაა მომხმარებლისთვის საუკეთესო ხარისხის უზრუნველყოფა, მათთვის ახალი და მრავალფეროვანი პროდუქციის, პროექტისა და სერვისის შეთავაზება, ხოლო თანამშრომელთათვის საუკეთესო სამუშაო გარემოს შექმნა.

„გუდვილის“ სიძლიერე მაღალკვალიფიციურ და მოტივირებულ პერსონალშია. ჩვენ გამუდმებით ვზრუნავთ მათი პროფესიონალიზმის ამაღლებასა და სწავლებაზე. „გუდვილი“ თანამშრომლებს სარგებლის მთელ სისტემას სთავაზობს: სამედიცინო დაზღვევა, დამატებითი სწავლების დაფინანსება, ანაზღაურებადი დამატებითი შვებულება, ანაზღაურების ბონუსური სისტემა, პრემია.

ჩვენ პატივს ვცემთ და თანაბარ შესაძლებლობებს ვაძლევთ ყველა თანამშრომელს განუსხვავებლად მათი ასაკისა, სქესისა და ეთნიკური წარმომავლობისა.

 

„გუდვილი“ აცხადებს ვაკანსიას  კვების ტექნოლოგის პოზიციაზე

პოზიციის მდებარეობა: ქ. თბილისი

 

ძირითადი მოვალეობები:

  • ტექნოლოგიური ბარათების შემუშავებასა და რეცეპტების გაწერაში მონაწილეობის მიღება;
  • ასორტიმენტის მართვა;
  • მომხმარებლის მოთხოვნილებების შესწავლა და მაქსიმალურად გათვალისწინება;
  • წარმოებაში წარმატებული პოლიტიკის გატარებასა და გზების მოძიებაში მონაწილების მიღება;

 

მოთხოვნები:

  • განათლება - კვების ტექნოლოგიის მიმართულებით;
  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება;
  • ტექნოლოგიური ბარათების შექმნის გამოცდილება;
  • უცხო ენების ფლობა;

 

დამატებითი ინფორმაცია

კანდიდატები, რომლებიც აკმაყოფილებენ მოთხოვნებს გაივლიან შერჩევის შემდეგ ეტაპებს:

  • გასაუბრება არმ სამსახურსა და წარმოების ხელმძღვანელთან;

 

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV შემდეგ ელ.ფოსტაზე: hrg@goodwill.ge; სათაურის ველში მიუთითეთ „ტექნოლოგი”, წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი განაცხადი არ განიხილება.

განაცხადის შემოტანის ბოლო ვადაა 28 სექტემბერი, 2018 წელი, 24:00 საათი. დაგვიანებით შემოსული განაცხადები არ განიხილება.

გისურვებთ წარმატებას!

მსგავსი განცხადებები
თევზის ტექნოლოგი

რესტორანი ადმირალი


03 სექ - 02 ოქტ

პურ-პუნთუშეულის ტექნოლოგი

კახელები


24 აგვ - 22 სექ