ოპტიკის ინსტალატორი/რადიო სიგნალის-საჰაერო ინსტალატორი

თარიღები: 29 აგვ - 27 სექ
მდებარეობა: თბილისი
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი
გამოცდილება: ერთ წელზე ნაკლები
მართვის მოწმობა: B
ელ. ფოსტა: vacancy@airlink.ge
ინფორმაციული ტექნოლოგიები:  ტელეკომუნიკაციების მართვა

ინტერნეტ პროვაიდერი კომპანია Georgian AirLink აცხადებს ვაკანსიას  ოპტიკის ინსტალატორის და რადიო სიგნალის(საჰაერო) ინსტალატორის  პოზიციაზე .

 

Georgian AirLink არის ინტერნეტ პროვაიდერი კომპანია, რომელიც მომხმარებელს აწვდის საკომუნიკაციო სერვისს. ყველა პროდუქტი მაქსიმალურად მორგებულია მომხმარებლის მოთხოვნაზე. Georgian AirLink-ის უპირველესი ამოცანაა მომხმარებელს შესთავაზოს ინოვაციური და მოთხოვნაზე ორიენტირებული პროდუქტები და მაღალხარისხიანი მომსახურება. კომპანიის მიზანი სატელეკომუნიკაციო სივრცეში ლიდერის პოზიციისდამკვიდრებაა, რის მიღწევასაც მომხმარებლის ინტერესებზე მაქსიმალური ორიენტირებით, ინოვაციური პროდუქტების შეთავაზებით, ახალი მომსახურების დანერგვით, ბაზრის წილისა და მომგებიანობის გაზრდითმიაღწევს. 

ჩვენი შემოთავაზებული პროდუქტი ხალხს აძლევს საშუალებას მიიღოს სწრაფი და ხარისხიანი ინტერნეტი დაბალ ფასებში.

სამუშაო აღწერილობა / ძირითადი მოვალეობები / მოთხოვნები:

 

ოპტიკის ინსტალატორი

ძირითადი მოთხოვნები: 

  • ოპტიკურ სადენებთან მუშაობის გამოცდილება, შედუღება, სადენის გაყვანა;
  • ახალი აბონენტის ჩართვა;
  • უსადენო აპარატურის ინსტალაცია/კონფიგურაცია;
  • ტექნიკური დავალების მაღალ დონეზე შესრულება და აბონენტთან არსებული ხარვეზის გამოსწორება;
  • კომპიუტერული ტექნიკისა და ოპერაციული სისტემების ცოდნა (Comptia A+ ფარგლებში);
  • სასურველია B კატეგორიის ავტომობილის მართვის მოწმობა
     

 

რადიო სიგნალის(საჰაერო) ინსტალატორი

ძირითადი მოთხოვნები: 

  • უპირატესობად ჩაითვლება Ubiquiti-ის მოწყობილობების მინიმუმ საბაზისო ცოდნა.
  • ახალი აბონენტის ჩართვა;
  • უსადენო აპარატურის ინსტალაცია/კონფიგურაცია;
  • ტექნიკური დავალების მაღალ დონეზე შესრულება და აბონენტთან არსებული ხარვეზის გამოსწორება;
  • კომპიუტერული ტექნიკისა და ოპერაციული სისტემების ცოდნა (Comptia A+ ფარგლებში);
  • სასურველია ოპტიკურ სადენებთან მუშაობის გამოცდილება, შედუღება, სადენის გაყვანა;
  • სასურველია B კატეგორიის ავტომობილის მართვის მოწმობა

 

სხვა მოთხოვნები:

  • კომუნიკაბელურობა,
  • პუნქტუალური,
  • გუნდური მუშაობის უნარი,
  • სტრესულ სიტუაციაში მუშაობის უნარი,
  • მომხმარებელზე და მომსახურებაზე  ორიენტირებულობა

 

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ თქვენი რეზიუმე (CV) გამოაგზავნოთ შემდეგ მისამართზე:  vacancy@airlink.ge

გასაუბრებაზე იქნება ცნობილი ხელფასის შესახებ(ცოდნის და გამოცდილების მიხედვით).

ელ.ფოსტის სათაურში აუცილებლად მიუთითეთ კონკრეტული ვაკანსიის დასახელება. წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი CV არ განიხილება.

მსგავსი განცხადებები
ადმინისტრირების ჯგუფის სპეციალისტი

სილქნეტი


12 სექ - 20 სექ

ბრიგადირი/პროექტის ფარგლებში

სილქნეტი


07 სექ - 30 სექ

ბრიგადის მუშა ბათუმში

სერვის ნეტ გრუპი


07 სექ - 05 ოქტ

ინსტალატორი ბორჯომში

სერვის ნეტ გრუპი


07 სექ - 19 სექ

ინსტალატორი ფოთში

სერვის ნეტ გრუპი


07 სექ - 19 სექ

მოკვლევის სპეციალისტი

სილქნეტი


07 სექ - 30 სექ

მოკვლევის ჯგუფის მუშა

სილქნეტი


13 სექ - 30 სექ