კორპორატიული გაყიდვების/პროდუქტის განვითარების მენეჯერი

თარიღები: 27 აგვ - 25 სექ
მდებარეობა: თბილისი
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი
ხელფასი: 800
ენები: ქართული ინგლისური რუსული
მართვის მოწმობა: B
ელ. ფოსტა: outflatgroup@gmail.com
გაყიდვები:  გაყიდვები(ზოგადი) კორპორატიული კლიენტები (B2B)

დეველოპერული კომპანია OutFlat აცხადებს ვაკანსიას კორპორატიული გაყიდვებისა და პროდუქტის განვითარების მენეჯერის თანამდებობაზე.

აუცილებელი მოთხოვნები:

  • უძრავი ქონებისა და დეველოპერების ბაზრის ცოდნა
  • მშენებლობისთვის საჭირო მასალებში/დანადგარებში (ლიფტების, გათბობის გაყვანილობების და ა.შ.) გარკვეულობა ჩაითვლება მნიშვნელოვან უპირატესობად.
  • აუცილებელია მართვის მოწმობა და საკუთარი ავტომობილი
  • კორპორატიულ კლიენტებთან ურთიერთობის გამოცდილება.
  • პროდუქტიული  ურთიერთობის ჩამოყალიბების უნარი
  • ეფექტური კომუნიკაციისა და მოლაპარაკებების წარმოების უნარი,
  • გუნდური მუშაობის უნარი, ანალიტიკური აზროვნება;
  • ინგლისური და რუსული ენების ცოდნა
  • საოფისე პროგრამების ცოდნა მაღალ დონეზე;
  • მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;

 

ძირითადი მოვალეობები:

  • კორპორატიული გაყიდვების სტრატეგიის დასახვა, ზოგადი გაყიდვების გაუმჯობესებაზე ზრუნვა და მეთოდების შემუშავება.
  • პოტენციურ კლიენტებთან შეხვედრა, მათთვის პრეზენტაციების და პრომოუშენის მომზადება. კლიენტების არგუმენტირებულად დარწმუნება.
  • წამოღებული პროექტების მართვა, შესაბამის ტექნიკურ ჯგუფებთან კომუნიკაცია და შეთავაზებების მომზადება.
  • შესაძლო პარტნიორების/კლიენტების სარგებლიანობის ანალიზი.
  • კლიენტებისა და პარტნიორებთან ურთიერთობების მართვა, მათთან მოლაპარაკებების წარმოება და მომგებიანი შეთანხმებების მიღწევა.
  • კონკურენტების შესწავლა, როგორც დეველოპერების, ისე სხვა მსგავსი დაწესებულებების;
  • ბაზარზე არსებული ცვლილებების ანალიზი და ინფორმაციის მართვა;
  • შეხვედრების, მოლაპარაკებების დაგეგმვა.
  • შესრულებული სამუშაოების აბალიზი და რეპორტის მომზადება. პრომოუშენის მეთოდების შესაბამისად დახვეწა.
  • კლიენტების მოძიება, მიღება, მათთან კომუნიკაციის მართვა და შეთანხმებების მიღწევა.
  • კლიენტების და პოტენციური კლიენტების ბაზების მართვა და განახლება.

 

პიროვნული მახასიათებლები:

  • პრეზენტაციების მაღალ დონეზე ჩატარების უნარი
  • განსხვავებული ტიპის ადამიანებთან კომუნიკაციის უნარი
  • ორგანიზებულობა და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • Deal Maker
  • სტრესულ მომენტში საღი გადაწყვეტილებების მიღების უნარი;
  • სწრაფი და ეფექტური რეაგირება დაკისრებული მოვალეობების შესრულებისას.
  • პიროვნული და კარიერული ზრდის ინტერესი.
  • აქტიური და საქმის მოყვარული.
  • ყურადღებიანი დეტალების მიმართ

 

ხელფასი: 800 + პროცენტი გაყიდვებიდან.

 

დაინტერესების შემთხვევაში 25 სექტემბრამდე CV ქართულ ენაზე ფოტოსურათით გადმოაგზავნეთ მეილზე: outflatgroup@gmail.com და დანიშნულებაში მიუთითეთ სასურველი პოზიცია. 

მსგავსი განცხადებები
Продакт Менеджер Cisco

MUK TBILISI


10 სექ - 09 ოქტ

კორპორატიული გაყიდვების აგენტი

სადაზღვევო კომპანია ალდაგი


10 სექ - 24 სექ

კორპორატიული გაყიდვების მენეჯერი

საქართველოს სადაზღვევო ჯგუფი


17 სექ - 15 ოქტ

კორპორატიული გაყიდვების მენეჯერი

კრიალა


06 სექ - 25 სექ

კორპორატიული გაყიდვების მენეჯერი

საქართველოს ფოსტა


21 სექ - 07 ოქტ

კორპორატიული გაყიდვების მენეჯერი და ლოჯისტიკის მენეჯერი

ბენე ჯგუფი


17 სექ - 16 ოქტ

კორპორატიული გაყიდვების ოპერატორი

მოდუსი


03 სექ - 02 ოქტ