ვადაგადაცილებული სესხების მართვის სპეციალისტი

თარიღები: 27 აგვ - 25 სექ
მდებარეობა: თბილისი
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი
გამოცდილება: ერთ წელზე ნაკლები
ელ. ფოსტა: oriondebt@oriondebt.ge
საბანკო:  პრობლემური სესხების ოფიცერი საბანკო(ზოგადი)

Orion Debt - პრობლემური აქტივების მართვის კომპანია აცხადებს ვაკანსიას ვადაგადაცილებული სესხების მართვის სპეციალისტის თანამდებობაზე.

 

 

ძირითადი მოვალეობები:

  • ვადაგადაცილებული სესხების პორტფელის დამუშავება;
  • მსესხებლებთან სატელეფონო მოლაპარაკების წარმოება ვალდებულებების განულების, ან გადანაწილების (რესტრუქტურიზაცია) მიზნით;
  • ხელმძღვანელობისთვის ყოველდღიური ანგარიშის წარდგენა.
  • მონაცემთა ბაზაში ინფორმაციის გატარება;

 

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • მსგავს სფეროში მუშაობის გამოცდილება (სასურველია საბანკო, ან იურიდიული მიმართულებებით მუშაობის გამოცდილება);
  • კარგი კომუნიკაციის და დარწმუნების უნარი;
  • სტრესულ სიტუაციებში მუშაობის უნარი;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა, სიზუსტე და კონცენტრაციის უნარი;
  • კომპიუტერული საოფისე პროგრამების მომხმარებლის დონეზე ცოდნა.

 

 

ჩვენ გთავაზობთ:

  • მაღალ საბონუსე სისტემას;
  • საინტერესო, დინამიურ და სტაბილურ სამსახურს;
  • მეგობრულ და პროფესიონალურ გარემოს;
  • საუკეთესო სამუშაო პირობებს.

 

 

ანაზღაურება: ფიქსირებული ხელფასი + ბონუსი შესრულებული სამუშაოს შესაბამისად.

 

დაინტერესებულ კანდიდატებმა გამოგზავნოთ CV შემდეგ მისამართზე: oriondebt@oriondebt.ge , გთხოვთ, ელ-ფოსტის სათაურში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება:  „ვადაგადაცილებული სესხების მართვის სპეციალისტი“.  წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება. 

გისურვებთ წარმატებებს!