ადმინისტრატორი საირმეში

თარიღები: 25 აგვ - 23 სექ
მდებარეობა: ბორჯომი
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი
განათლება: ბაკალავრი
ენები: ქართული ინგლისური რუსული
ელ. ფოსტა: Hr@sairmeresort.ge
ტურიზმი/სასტუმრო/რესტორანი/კვება:  ადმინისტრატორი (HoReCa)

შპს ‘კურორტი საირმე’ აცხადებს ვაკანსიას სასტუმრო ‘საირმის’ მიღება-განთავსების  დეპარტამენტში ადმინისტრატორის პოზიციაზე.

მდებარეობა:  საირმე
სამუშაო გრაფიკი:    სრული

 

ფუნქცია-მოვალეობები:

  • სასტუმროში არსებული სტანდარტების მიხედვით სტუმართა მიღება, განთავსება და შემდგომ გაცილება;
  • სტუმრებისათვის სასურველი ინფორმაციის მიწოდება - ნომრების, ტარიფებისა და სასტუმროში არსებული სხვა ობიექტების შესახებ;
  • შემოსული სატელეფონო ზარების მიღება და შესაბამისი ინფორმაციის გაცემა;
  • სასტუმროს მომსახურების სტანდარტების გათვალისწინებით მოქმედება;
  • სტუმართან ეფექტური და პოზიტიური კომუნიკაციის დამყარება;
  • სტუმრის სისტემაში რეგისტრაცია და სათანადო ფინანსური ოპერაციების შესრულება;
  • ჯავშნების მიღება და პროგრამულად გატარება;
  • სამუშაო დღის დასასრულსა და დასაწყისში მიმღები განყოფილების მენეჯერისთვის ინფორმაციის გადაცემა.

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება (სასურველია);
  • ქართული, ინგლისური და რუსული ენების მაღალ დონეზე ფლობა;
  • საოფისე პროგრამების ცოდნა; საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა.

 

პიროვნული თვისებები:

  • ემოციური სტაბილურობა და თავშეკავებულობა;
  • პრეზენტაბელური გარეგნობა;
  • მომსახურების უმაღლესი სტანდარტების ზედმიწევნითი ცოდნა;
  • მომხმარებლისადმი გულისხმიერი მიდგომა;
  • პუნქტუალურობა და ორგანიზებულობა;
  • დროის მართვისა და პრიორიტეტების დასმის უნარი;
  • დამოუკიდებლად და გუნდურად მუშაობის უნარი;
  • სხვადასხვა სამუშაო სმენაში მუშაობის შესაძლებლობა;
  • დატვირთულ რეჟიმში მუშაობის უნარი.

 

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ (CV) ფოტოსურათით, ელ-მისამართზე: Hr@sairmeresort.ge და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - ადმინისტრატორშ.პ.ს. ‘კურორტი საირმე’ გისურვებთ წარმატებას!
 

მსგავსი განცხადებები
ადმინისტარტორი

გრანდ პალასი


17 სექ - 16 ოქტ

ადმინისტრატორი

Vector Travel


17 სექ - 15 ოქტ

ადმინისტრატორი

სასტუმრო ფლამინგო


17 სექ - 13 ოქტ

ადმინისტრატორი

Hotel Gold Star


10 სექ - 09 ოქტ

ადმინისტრატორი

სასტუმრო Piano Borracho


12 სექ - 11 ოქტ

ადმინისტრატორი

Ekosestethik Hotel


13 სექ - 12 ოქტ

ადმინისტრატორი

Entrée


18 სექ - 17 ოქტ