შესყიდვების სპეციალისტი

თარიღები: 24 აგვ - 22 სექ
მდებარეობა: თბილისი
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი
განათლება: ბაკალავრი
გამოცდილება: ერთ წელზე ნაკლები
ენები: ინგლისური რუსული ქართული თურქული
ელ. ფოსტა: hr@martsteel.ge
შესყიდვები:  შესყიდვები(ზოგადი) შესყიდვების მენეჯერი

კომპანია „ფოლადის სახლი” აცხადებს ვაკანსიას შესყიდვების სპეციალისტის  პოზიციაზე.

 

„ფოლადის სახლი” 2014 წლიდან აწარმოებს ლითონის ექსპორტს რუსეთიდან, თურქეთიდან, უკრაინიდან და სხვა ქვეყნებიდან. ჩვენთვის მნიშვნელოვანია ადგილობრივი კლიენტების კმაყოფილება, საერთაშორისო პარტნიორების ნდობა,  ახალი პარტნიორების მოძიება და სამშენებლო ბიზნესში ლიდერის პოზიციის განმტკიცება.

ჩვენ ვეძებთ კადრს, რომელიც დაინტერესებულია სამშენებლო სფეროსთან ხანგრძლივი თანამშრომლობით, არის ენერგიული, გამოხატავს მზაობას სიახლისადმი, სწავლისადმი და შეუძლია გუნდური მუშაობა, დანარჩენს ყველაფერს ჩვენ გასწავლით.

 

შესყიდვების სპეციალისტის ძირითადი მოვალეობაა:

  • გაყიდვების დეპარტამენტთან ერთად ადგილობრივ ბაზარზე არსებული მოთხოვნების შესწავლა.
  • კომპანიისთვის არსებულ მომწოდებლებთან ურთიერთობა და პოტენციური მომწოდებლების მოძიება.
  • მომწოდებლებთან ფასების თაობაზე მოლაპარაკების წარმოება არსებული ფასების კონტროლის საფუძველზე.
  • შეკვეთების გაფორმება
  • გადარიცხვების კონტროლი
  • ტვირთის მიღების და დასაწყობების კონტროლი
  • რეპორტინგი შესყიდვების ჯგუფის ხელმძღვანელთან
  • აქტიური კომუნიკაცია გაყიდვების გუნდთან

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • MS Office პროგრამების ცოდნა
  • რუსული და ინგლისური ენების სრულყოფილი ცოდნა სავალდებულოა
  • თურქული ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად
  • ბაკალავრის ხარისხი ეკონომიკაში, მაგისტრის ხარისხი ჩაითვლება უპირატესობად
  • შესყიდვების ან/და გაყიდვების სფეროში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად

 

პიროვნული უნარები:

  • კარგი ინტერპერსონალური კომუნიკაციის უნარი
  • გამართული მეტყველების უნარი
  • გუნდური მუშაობის უნარი
  • სამუშაოს დაგეგმვის და წარმოების უნარი
  • პრობლემების დამოუკიდებლად მოგვარების უნარი
  • მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა

 

სამუშაო პირობები:

  • სამუშაო ადგილი: თბილისი, ისანი-სამგორის  რაიონი, რკინიგზის სადგურ "ლილო"-ს მიმდებარედ  05/053
  • სამუშაო გრაფიკი: კვირაში 6 დღე - 9:00-18:00

 

დამატებითი ბენეფიტები:

  • კვება
  • ტრანსპორტირება

 

დაინტერესებულმა აპლიკანტებმა გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@martsteel.ge;

გთხოვთ, თემის ველში (Subject line) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.

მსგავსი განცხადებები
Procurement Manager In Kutaisi

AE Solar


12 სექ - 21 სექ

Purchasing Manager in Tsilkani

Global Beer Georgia


17 სექ - 16 ოქტ

საერთაშორისო შესყიდვების მენეჯერი

EUROMEDICAL


29 აგვ - 27 სექ

შესყიდვების და მარაგების მართვის სამსახურის ხელმძღვანელი

ინსტა


10 სექ - 30 სექ

შესყიდვების მენეჯერი

ედესი ჯგუფი


22 აგვ - 20 სექ

შესყიდვების სპეციალისტი

თბილისის ცენტრალური საავადმყოფო


23 აგვ - 21 სექ

შესყიდვების სპეციალისტი

თბილისის ცენტრალური საავადმყოფო


17 სექ - 16 ოქტ