ფინანსური მენეჯერი

თარიღები: 24 აგვ - 22 სექ
მდებარეობა: თბილისი
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი
განათლება: ბაკალავრი
გამოცდილება: ერთ წელზე ნაკლები
ელ. ფოსტა: hr@martsteel.ge
ბუღალტერია/ფინანსები:  1C სპეციალისტი IFRS ფინანსები(ზოგადი) ფინანსური მენეჯერი

კომპანია „ფოლადის სახლი” აცხადებს ვაკანსიას ფინანსური მენეჯერის პოზიციაზე.

„ფოლადის სახლი” 2014 წლიდან აწარმოებს ლითონის იმპორტს სხვადასხვა ქვეყნებიდან. ჩვენთვის მნიშვნელოვანია ადგილობრივი კლიენტების კმაყოფილება, საერთაშორისო პარტნიორების ნდობა,  ახალი პარტნიორების მოძიება და სამშენებლო ბიზნესში ლიდერის პოზიციის განმტკიცება.

 

ფინანსური მენეჯერის ძირითადი მოვალეობაა:

  • კომპანიის ფინანსური ანგარიშგების მომზადება და ფინანსური აღრიცხვა.
  • კომპანიის ფულადი სახსრების ბიუჯეტის მომზადება და პროგნოზი.
  • კომპანიის ფინანსური დირექტორის მოთხოვნების მიხედვით ანგარიშების მომზადება.
  • ყოველთვიური და ყოველ კვარტლური მენეჯერული ანალიზების და ანგარიშგების მომზადება.
  • კორპორატიული ფინანსური ანგარიშგების მომზადება კოეფიციენტების ანალიზის გამოყენებით.
  • წლიური ანგარიშგების მომზადება და აუდიტთან მჭიდრო კომუნიკაცია.
  • ფინანსური სტანდარტების ინტეგრაციასა და ფინანსური ანგარიშგების ავტომატიზაციის დანერგვაში მონაწილეობა.

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება - ფინანსების განხრით.
  • IFRS სტანდარტების ცოდნა;
  • საოფისე პროგრამა Excel-ის მაღალ დონეზე ცოდნა;
  • სასურველია საბუღალტრო პროგრამის 1 C ცოდნა;
  • სამუშაო გამოცდილება ბუღალტერიაში ან/და ფინანსებში;
  • სასურველია აუდიტთან მუშაობის გამოცდილების ქონა.



უნარები:

  • მათემატიკური აზროვნების უნარი
  • კომუნიკაბელური
  • დეტალებისადმი ყურადღება
  • გუნდური მუშაობის უნარი

 

სამუშაო პირობები:

  • სამუშაო ადგილი: თბილისი, ისანი - სამგორის  რაიონი, რკინიგზის სადგურ "ლილო"-ს მიმდებარედ  05/053
  • სამუშაო გრაფიკი: კვირაში 6 სამუშაო დღე

 

ბენეფიტები:

  • კვება
  • ტრანსპორტირება

 

 

ჩვენ გთავაზობთ საინტერესო სამუშაოს, რომელიც გამოწვევა იქნება ნებისმიერი კანდიდატისთვის, კომპანია უზრუნველყოფს საკუთარი თანამშრომლების პროფესიულ ზრდას, ქმნის კონკურენტულ გარემოს სადაც ანაზღაურება დამოკიდებულია შესრულებაზე, ქმნის მოტივაციას განვითარებისა და ზრდისთვის.

დაინტერესებულმა აპლიკანტებმა გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@martsteel.ge;  

გთხოვთ, თემის ველში (Subject line) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.

მსგავსი განცხადებები
ასისტენტ-აუდიტორი

ალგი აუდიტი


07 სექ - 06 ოქტ

ბუღალტერი / ფინანსური მენეჯერი

Red Rose


31 აგვ - 29 სექ

სადისტრიბუციო ბაზის ოპერატორი

ენგადი


31 აგვ - 20 სექ

ფინანსური მენეჯერი

Hertz Car Rental


03 სექ - 30 სექ

ფინანსური მენეჯერი

ალგანი


12 სექ - 26 სექ

ფინანსური ოფიცერი

წმინდა გიორგის უნივერსიტეტი


04 სექ - 03 ოქტ

1C დეველოპერი

ვაბაკო


14 სექ - 13 ოქტ