19 სექ - 19 ოქტ
სტანდარტი
კომპანია ,,ფეიბოქსი“ აცხადებს ვაკანსიას ,,ტექნიკური ტესტერი“ -ს პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: თბილისი
ანაზღაურება და სამუშაო პირობები:
- ანაზღაურება: 1050 ლარი
- ჯანმრთელობის დაზღვევა;
- გრაფიკი: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით 10:00 დან 18:00 საათამდე;
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
- სწრაფი ჩარიცხვის აპარატების აწყობის შემდეგ ტერმინალების სრული შემოწმება;
- სწრაფი ჩარიცხვის აპარატების ნაწილების შემოწმება;
- ხარვეზების ზუსტი აღწერა;
- ხარვეზების რეპორტინგი; შეცდომების ან დეფექტის ანგარიშები - ექსელში შეყვანა, რომლებიც აღწერს სიტუაციას, რამაც გამოიწვია შეცდომა პროგრამაში/სწრაფი ჩარიცხვის აპარატში, მიუთითებს მიზეზებსა და მოსალოდნელ შედეგს;
- ტესტირების მეთოდების შემუშავება, დახვეწა;
- ტესტირების დასრულების შემდგომ, პროდუქტის ხარისხის შესახებ დასკვნის გაკეთება;
- ხარვეზების რისკების შეფასება და დასაბუთება;
- ხელმძღვანელის მიერ მიცემული სხვა დავალებების შესრულება კომპეტენციის ფარგლებში;
სავალდებულო მოთხოვნები:
- კომპიუტერულ ტექნიკასთან მუშაობის გამოცდილება.
- ვინდოუსის კარგ დონეზე ცოდნა.
- მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.
უნარები:
- გუნდურობა
- ორგანიზებულობა
- დეტალებზე ორიენტირებულობა
- სამუშაოს ორგანიზება
- მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა
დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@numus.ge გთხოვთ, ელექტრონული წერილის თემაში (Subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - ,,ტექნიკური ტესტერი“. სათაურის გარეშე გამოგზავნილი CV არ განიხილება.
გისურვებთ წარმატებებს!
ინფორმაციული ტექნოლოგიები
პროგრამული უზრუნველყოფის ტესტერი
ნახვები 81
უნიკალური ნახვები 70