19 სექ - 19 ოქტ
სტანდარტი
საქმის მწარმოებელი
- სრული განაკვეთი
- ბაკალავრი
- გამოცდილება აუცილებელია , გამოცდილება 5 წლიდან
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ელ. ფოსტა: hr@zaha.ge
Zaha Construction წარმოადგენს York Holding Group-ში შემავალ კომპანიას, რომელიც დაფუძნებულია სამშენებლო სფეროში მრავალწლიანი გამოცდილების მქონე გუნდის მიერ. კომპანია საქმიანობს საცხოვრებელი, კომერციული, სასტუმრო, საწარმოო და ინფრასტრუქტურული მშენებლობების მიმართულებით. ზაჰა ოპერირებს “ერთი ფანჯრის პრინციპით“ უზრუნველყოფს რა ყველა ტიპის სამშენებლო და ასევე კომპლექსურ მომსახურებას, დაგეგმვის, ფინანსური, საოპერაციო და აღსრულების კუთხით. რაც მთავარია, პროფესიონალი გუნდი უზრუნველყოფს სამუშაოს დროულად და ხარისხიანად ჩაბარებას.
გუნდი, რომელიც საფუძვლად უდევს კომპანიის წინსვლას, შედგება კვალიფიციური და ერთგული თანამშრომლებისგან. ზაჰა ქონსთრაქშენი (Zaha Construction) ყოველთვის მზად არის მის გუნდში მიიღოს მიზანდასახული და შრომისმოყვარე პირები, რომლებიც წვლილს შეიტანენ კომპანიის განვითარებაში.
ზაჰა ქონსთრაქშენი (Zaha Construction) აცხადებს ვაკანსიას საქმის მწარმოებლის თანამდებობაზე.
ფუნქცია-მოვალეობები:
- სარემონტო ობიექტზე მიმდინარე სამუშაოების მართვა და კონტროლი;
- შესასრულებელი სამუშაოების გეგმების, ნახაზებისა და პროექტების შესწავლა/წაკითხვა;
- პროექტების განხორციელებისთვის საჭირო სამშენებლო (სარემონტო) მასალები მოცულობების ზუსტი განსაზღვრა და დროული მოთხოვნა;
- ობიექტზე შესრულებული სამუშაოების ხარისხის კონტროლი;
- პროექტების ყოველკვირეული რეპორტების მომზადება;
- შესრულებული სამუშაოების ანალიზი, მასალების ჩამოწერის აქტების მომზადება, ობიექტის დეტალური აზომვა, შესრულებული და შესასრულებელი სხვადასხვა სამუშაოს რეალური მოცულობის დადგენა;
- სამუშაოების პროგრესის და გრაფიკის მუდმივი მონიტორინგი.
ძირითადი მოთხოვნები
- უმაღლესი განათლება (სასურველია სარემონტო/სამშენებლო მიმართულებით);
- გამოცდილება სარემონტო-სამშენებლო სამუშაოთა მწარმოებლის პოზიციაზე მინიმუმ 5 წელი;
- საინჟინრო და არქიტექტურულ ნახაზებთან მუშაობის გამოცდილება;
- პროგრამების ცოდნა (Microsoft Suit, Archicad, Autocad და სხვ.).
პიროვნული კომპეტენციები/უნარები:
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
- შეზღუდულ ვადებში მუშაობა
- ორგანიზებულობა, დისციპლინირებულობა
- შესასრულებელ სამუშაოსა და დეტალებზე ორიენტირებულობა
დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ, გადმოაგზავნოთ რეზიუმე ელმისამართზე: hr@zaha.ge; და სათაურში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.
გისურვებთ წარმატებას!
სამშენებლო, უძრავი ქონება
სამუშაოთა მწარმოებელი
ნახვები 75
უნიკალური ნახვები 72