19 სექ - 19 ოქტ
ვიპ
სამედიცინო გაყიდვების მენეჯერი
- სრული განაკვეთი
- ბაკალავრი
- გამოცდილება აუცილებელია , გამოცდილება 1 წლიდან
- ინგლისური
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ელ. ფოსტა: HR@tbilisimedic.ge
ტელეფონი:
კომპანია „თბილისი მედიკ“ აცხადებს ვაკანსიას სამედიცინო გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.
თბილისი მედიკი მე-13 წელია ახორციელებს სამედიცინო მასალების იმპორტს და რეალიზაციას. ასევე აპარატურის მონტაჟს და მათ შემდგომ მომსახურებას.
კომპანიის განაცხადია : „ყველა სამედიცინო პროდუქტი ერთ სივრცეში“.
ჩვენ მიერ გაწეული ყველა სამუშაო ემსახურება იმას, რომ მომხმარებლებმა ერთ სივრცეში მიიღონ სამედიცინო დაწესებულებისთვის და პაციენტებისთვის საჭირო ნებისმიერი პროდუქტი.
გარდა სამედიცინო დაწესებულებებთან კორპორაციული თანამშრომლებისა, თბილისი მედიკი ასევე ოპერირებს საცალო მიმართულებით, კერძოდ ქვეყნის მასშტაბით წარმოდგენილია 4 მაღაზიით (2 თბილისი, 1 ქუთაისი, 1 ბათუმი).
ჩვენი გუნდი ქართული სამედიცინო სფეროს მხარდასაჭერად ძალისხმევას არ ზოგავს.
ძირითადი მოვალეობები:
- პროდუქტებისა და არსებული და პოტენციური კლიენტების სრულყოფილად შესწავლა;
- ყოველდღიური გეგმიური ვიზიტების დაგეგმვა/განხორციელება და პროდუქციის პრეზენტაცია სამედიცინო დაწესებულებებში;
- გრძელვადიანი პარტნიორული ურთიერთობის ჩამოყალიბების უზრუნველყოფა კომპანიის მომხმარებლებთან;
- არსებულ და ახალ კლიენტებთან მოლაპარაკებების წარმოება გაყიდვების მაქსიმიზაციის მიზნით;
- მიზნობრივი ფოკუსჯგუფების სრულფასოვანი ბაზის შექმნა
- კონკურენტების შესწავლა
ძირითადი მოთხოვნები :
- სასურველია უმაღლესი განათლება (სამედიცინო ან/და სხვა მიმართულებით)
- სამუშაო გამოცდილება კორპორაციული გაყიდვების სფეროში მინიმუმ 1 წელი
- სამედიცინო გაყიდვების მენეჯერად ან წარმომადგენლად მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
სამუშაო გრაფიკი : ორშაბათი - პარასკევი 09:30 – 18:00 სთ
ადგილმდებარეობა: თბილისი, ქ. ლუბლიანას 28ა
დაინტერესებულმა პირებმა გამოგვიგზავნეთ თქვენი CV ელ-ფოსტაზე: HR@tbilisimedic.ge 2023 წლის 30 ოქტომბრის ჩათვლით. წერილის სათაურში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანტური პოზიციის სახელწოდება: სამედიცინო გაყიდვების მენეჯერი.
საკვალიფიკაციო მოთხოვნების მიხედვით CV-ების გადარჩევის შედეგად, დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
შენიშვნა: თქვენ მიერ გამოგზავნილი CV/რეზიუმე შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შენახულ იქნას 1 წლის განმავლობაში. იმ შემთხვევაში თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი CV/რეზიუმე.
სამედიცინო
სამედიცინო წარმომადგენელი
ნახვები 176
უნიკალური ნახვები 170