19 სექ - 19 ოქტ
ვიპ
გაყიდვების მენეჯერი
თბილისი
  • სრული განაკვეთი
  • 1500 - 3000
  • გამოცდილება აუცილებელია , გამოცდილება 2 წლიდან
  • რუსული,ინგლისური
ვაკანსიაზე გამოხმაურება
იმპორტიორი და სადისტრიბუციო კომპანია ,,ჰორეკა დელივერი“ აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.
მდებარეობა: თბილისი
სამუშაო გრაფიკი სრული
განათლება: უმაღლესი
ხელფასი: 1500 - 3000ლარი, ფიქსირებული + ბონუსი

მოთხოვნები:
  • მსგავს პოზიციაზე მინიმუმ 2 წლიანი მუშაობის გამოცდილება;
  • კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა;
  • ინგლისური და რუსული ენების ცოდნა;
  • საკუთარი მსუბუქი ავტომობილის ფლობა. (სასურველია)

ფუნქციები და მოვალეობები:
  • გაყიდვების გეგმის შემუშავება;
  • გაყიდვების არხების/ბაზრის კვლევა, ახალი შესაძლებლობების იდენტიფიცირება და რეკომენდაციების გაწევა.
  • პოტენციური მომხმარებლების დაინტერესება, მოზიდვა და პროდუქტის/მომსახურების შეთავაზება;
  • მომხმარებლის მოთხოვნების, საჭიროებების დადგენა-დაზუსტება და მისთვის პროდუქტების/მომსახურების შეთავაზება, პროდუქტის მახასიათებლების და კონკურენტული უპირატესობების გაცნობა;
  • ხელშეკრულებების დადება მომხმარებლებთან;
  • გაყიდვების შემდგომი მომსახურების უზრუნველყოფა;
  • არსებული მომხმარებლებისათვის სიახლეების შეთავაზება და კომპანიისადმი ლოიალობის შენარჩუნებაზე ზრუნვა;
  • მომხმარებელთან შეხვედრის დაგეგმვა და ორგანიზება;
  • შესრულებული დავალებების შესახებ რეპორტის მომზადება;
  • დებიტორული დავალიანებების მუდმივი კონტროლი და საჭირო ღონისძიებების გატარება;

უნარ-ჩვევები:
  • კომუნიკაბელურობა;
  • მოლაპარაკების წარმოების უნარი;
  • ენერგიულობა და შრომისმოყვარეობა;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.

ბენეფიტები:
  • მე-13 ხელფასი;
  • ჯანმრთელობის დაზღვევა;
  • კორპორატიული ნომერი;
  • სხვადასხვა აქტიური აქტივობები;
  • ტრენინგების/სწავლების დაფინანსება;

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ (CV) ფოტოსურათით, ელ-მისამართზე: horecadelivery1@gmail.com
და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება ,, გაყიდვების მენეჯერი“.
კანდიდატის განხილვა მოხდება მისი მონაცემების დამუშავებისა და მასთან გასაუბრების საფუძველზე.
სააპლიკაციო ფორმები მიიღება 2023 წლის 19 ოქტომბრის ჩათვლით.
გაყიდვები
გაყიდვების მენეჯერი
ნახვები 214
უნიკალური ნახვები 209