19 სექ - 19 ოქტ
ვიპ
სერვის ცენტრის გაყიდვების კონსულტანტი
- სრული განაკვეთი
- 880
- ბაკალავრი
- რუსული,ინგლისური
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ელ. ფოსტა: vacancy@socar.ge
შპს “სოკარ ჯორჯია პეტროლეუმი“ აცხადებს ვაკანსიას თბილისში „სერვის ცენტრის გაყიდვების კონსულტანტის პოზიციაზე“.
ანაზღაურება: 880 ლარი NET;
ასევე კომპანიაში მოქმედებს კვარტალური საბონუსე სისტემა
ბენეფიტები: ჯანმრთელობის დაზღვევა, კორპორატიული ნომერი, საწვავზე ფასდაკლების ბარათი.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
- მომხმარებლების მომსახურება - საწვავის შეკვეთის მიღება, შეკვეთის შესაბამისი განაცხადის შექმნა, ანგარიშ ფაქტურის გაგზავნა, საწვავის დარიცხვა საბარათე/სატალონე ანგარიშზე
- მომხმარებლებისთვის კომპანიის პროდუქტების/მომსახურების და მიმდინარე სიახლეების გაცნობა;
- არსებული კლიენტების შენარჩუნება;
- ახალი მომხმარებლის მოზიდვა;
- კორპორატიული გაყიდვების დეპარტამენტთან ერთად შეხვედრების დაორგანიზება და წარმართვა;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება (სასურველია ბიზნეს ადმინისტრირების მიმართულებით);
- რუსული და ინგლისური საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა;
- MS Office-ის Basic დონეზე ფლობა;
პიროვნული თვისებები და უნარები:
- ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
- გუნდური მუშაობის უნარი;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- სტრესული სიტუაციის მართვის უნარი;
- დროის მართვის უნარი
დაინტერესებულმა პირებმა რეზიუმე (CV) გთხოვთ, გამოაგზავნეთ ელ.ფოსტაზე: vacancy@socar.ge. სათაურის ველში მიუთითოთ „სერვის ცენტრის გაყიდვების კონსულტანტი“. გისურვებთ წარმატებას!
აქვე გაცნობებთ, რომ კომპანია ატარებს ანტიდისკრიმინაციულ და თანასწორობის პოლიტიკას და კანდიდატის შერჩევისას ვითვალისწინებთ მხოლოდ მის პროფესიულ ცოდნას, სამუშაოსთან რელევანტურ გამოცდილებასა და უნარ-ჩვევებს. კომპანია ადასტურებს, რომ შერჩევისა და თანამშრომლების ნებისმიერ ეტაპზე გამორიცხულია კანდიდატების დისკრიმინაცია ნებისმიერი ნიშნით.
თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც.
შპს "სოკარ ჯორჯია პეტროლეუმის" მიერ გამოცხადებულ ვაკანსიაზე გამოხმაურების შემთხვევაში, თქვენ ეთანხმებით, რომ:
- თქვენი პერსონალური მონაცემები შპს "სოკარ ჯორჯია პეტროლეუმის" მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისთვის;
- შპს "სოკარ ჯორჯია პეტროლეუმი" თქვენი დასაქმების შესახებ უარყოფითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, თქვენგან მიღებულ ინფორმაციას, მათ შორის პერსონალურ მონაცემებს, შეინახავს და დაამუშავებს შემდგომში შეთავაზების გაკეთების მიზნით;
იმ შემთხვევაში, თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულ პირობებს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე მითითებულ ელ.ფოსტაზე.
გაყიდვები
გაყიდვების კონსულტანტი
ნახვები 172
უნიკალური ნახვები 156