18 სექ - 16 ოქტ
სტანდარტი
კონსულტანტი
- სრული განაკვეთი
- ბაკალავრი
- ინგლისური,რუსული
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ელ. ფოსტა: hr-iciparis@prestige.ge
პარფიუმერული ქსელი „ისი-პარი“ 1995 წლიდან ზრუნავს თქვენს ჯანმრთელობასა და სილამაზეზე. პარფიუმერული სამყაროს სწრაფად განვითარების პარალელურად კომპანია უზრუნველყოფს, რომ მსოფლიო სიახლეებმა და პრეზენტაციებმა დაუყოვნებლივ მოაღწიოს ქართველ მომხმარებლამდე. ჩვენი პრიორიტეტი ხარისხი და მრავალფეროვნებაა. კომპანია გთავაზობთ სასიამოვნო სამუშაო გარემოს, პროფესიონალ გუნდთან მუშაობისა და განვითარების შესაძლებლობას.
„ისი-პარი“ აცხადებს ვაკანსიას კონსულტანტის პოზიციაზე ქ. თბილისში.
სამუშაო ადგილი - ქ. თბილისი
სამუშაო პირობები - ცვლიანი სამუშაო გრაფიკი: 5 სამუშაო დღე, დასვენების დღე -2;
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
- მაღაზიაში შემოსული მომხმარებლისთვის კონსულტაციის გაწევა სრულყოფილად, ყველა კითხვაზე ამომწურავი პასუხის გაცემა მომსახურების სტანდარტების შესაბამისად
- ჩაბარებული ბრენდების პროდუქციის ნაშთების ანალიზი და შეკვეთების შესახებ ინფორმაციის მიწოდება მაღაზიის მენეჯერისთვის
- ჩაბარებული ბრენდების თაროებზე განლაგების კონტროლი და მონიტორინგი, პრომოუტერის მიერ მითითებული განლაგების მიხედვით
- მაღაზიაში დაგეგმილ სხვადასხვა ღონისძიებებში მონაწილეობა
- მომხმარებლისთვის მიმდინარე აქციების შეთავაზება
- პროდუქციის მიღება-დალაგებასა და აღწერაში მონაწილეობა
- მომსახურების სტანდარტების ზედმიწევნით დაცვა და სტანდარტების შესაბამისი მომსახურების გაწევა
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- სასურველია უმაღლესი განათლება
- სასურველია მომსახურების/გაყიდვების სფეროში მუშაობის გამოცდილება
- სასურველია რუსული ან/და ინგლისური ენების ცოდნა საკომუნიკაციო დონეზე
დაინტერესებულმა პირებმა, გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე (CV) ელექტრონული ფოსტის მისამართზე: hr-iciparis@prestige.ge 2023 წლის 15 ოქტომბრამდე. გთხოვთ, ელექტრონული წერილის თემის ველში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის (კონსულტანტი) დასახელება
აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონის" ფარგლებში შეაგროვოს, დაამუშავოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (cv) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.
გაყიდვები
გაყიდვების კონსულტანტი
ნახვები 195
უნიკალური ნახვები 179