18 სექ - 18 ოქტ
სტანდარტი
AML სპეციალისტი
თბილისი
  • სრული განაკვეთი
  • ბაკალავრი
  • გამოცდილება აუცილებელია , გამოცდილება 1 წლიდან
  • ინგლისური
ვაკანსიაზე გამოხმაურება
თიბისი ფეი ეძებს AML სპეციალისტს
სამუშაო ადგილი: თბილისი, სათაო ოფისი
სტურუქტურული ერთეული: AML და შესაბამისობის მართვის ჯგუფი

სამუშაო მოვალეობები:
  • შპს „თიბისი ფეისთვის” ფულის გათეთრების აღკევთის ხელშეწყობის მიზნით, ტრანზაქციების მონიტორინგი, ანგარიშგებების მომზადება და კომპანიის შესაბამისობის პროგრამის მუდმივი მხარდაჭერა;
  • AML მიზნებისთვის ტრანზაქციული მონიტორინგი და ანალიზის/შედეგების დოკუმენტირება;
  • AML მიზნებისთვის ანგარიშგებების მომზადება, მათ შორის, საკანონმდებლო მოთხოვნებთან შესაბამისობისთვის ანგარიშგებების მომზადება;
  • „იცნობდე შენს კლიენტს“ სტანდარტის მხარდაჭერა და პრევენციული ღონისძიებების განხორციელება;
  • AML საკანონმდებლო მოთხოვნების შესაბამისობის პროგრამის მხარდაჭერა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • უმაღლესი განათლება;
  • აღნიშნული მიმართულებით საფინანსო ინსტიტუტში მუშაობის 1 წლიანი გამოცდილება;
  • პროფესიული კურსები / სერთიფიკატები;
  • საოფისე პროგრამების სამომხმარებლო დონეზე ცოდნა;
  • ინგლისური ენის ცოდნა

უნარები
  • დროის მართვა;
  • დეტალებზე ორიენტირებული;
  • განვითარებაზე ორიენტირებული;
  • კოლეგიალური.
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;

სამუშაო პირობები:
  • სამუშაო განაკვეთი: სრული
  • სამუშაო ადგილი - ოფისში
  • სამუშაო დღეები: ორშაბათი-პარასკევი
  • ანაზღაურება: შეთანხმებით (სამუშაო გამოცდილებიდან და სტილიდან გამომდინარე)

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, რეზიუმე გადმოგზავნოთ ელ-ფოსტაზე vacancy@Tbcpay.ge და სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება „ AML სპეციალისტი“

რეზიუმეების განხილვის შედეგად, დაკავშირება მოხდება მხოლოდ დადებითად განხილულ კანდიდატებთან.
შპს „თიბისი ფეი“ კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ კანონის მოთხოვნათა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით.
თქვენ მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობის ვარაუდის შემთხვევაში, შეგიძლიათ მოგვმართოთ: ცხელი ხაზი: 032 2 17 18 19; ელ ფოსტა: info@tbcpay.ge
საბანკო
AML/CFT სპეციალისტი
ნახვები 24
უნიკალური ნახვები 21