18 სექ - 18 ოქტ
სტანდარტი
კომერციული მენეჯერი
თბილისი
  • სრული განაკვეთი
  • ბაკალავრი
  • გამოცდილება აუცილებელია , გამოცდილება 3-დან 5 წლამდე
  • ინგლისური,რუსული,თურქული
ვაკანსიაზე გამოხმაურება
„ქალაქური“ წარმოადგენს ქართულ კომპანიას, რომელიც უკვე 15 წელია წარმატებით მოღვაწეობს ბაზარზე. მისი ძირითადი საქმიანობაა როგორც ქართული, ასევე იმპორტირებული ხილის, ნუშის, ფისტას, მზესუმზირას, სხვადასხვა სახეობის ჩირების, მურაბების, საბაკალეო პროდუქტების წარმოება, დისტრიბუცია .
„ქალაქური“ აცხადებს ვაკანსიას კომერციული მენეჯერის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, ავშნის 88 (თემქა-მუხიანის კვეთა)
განაკვეთი: სრული
სამუშაო საათები: 9:00-18:00 სთ
სამუშაო დღეები: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით. შაბათს 9:00-15:00 (შეთანხმებით)

ძირითადი მოვალეობა:
  • კომერციული მიმართულებით კომპანიის სტრატეგიის შემუშავება, შესაბამისი სამოქმედო გეგმის ჩამოყალიბება და შესრულების მენეჯმენტი;
  • სტრატეგიული მიზნების შესაბამისად, გაყიდვების ფინანსური ანალიზი, გეგმის შემუშავება და დადგენილი მიზნობრივი მაჩვენებლების მიღწევის უზრუნველყოფა, მისი კომპეტენციის ფარგლებში;
  • ბაზრის შესწავლა, კონკურენტების ანალიზი და არსებული ტენდენციების რეგულარული დადგენა, მათი გათვალისწინება დაგეგმარების პროცესებში;
  • პოტენციური დამკვეთების შესახებ მონაცემების მოძიება, ფორუმებზე/გამოფენებზე მონაწილეობის მიღება და შესაბამისი ბაზების შექმნა;
  • კომპანიის მნიშვნელოვან კლიენტებთან კომპლექსური მოლაპარაკებების წარმოება, მათთან გრძელვადიანი ურთიერთსასარგებლო ურთიერთობების ჩამოყალიბება და შენარჩუნებაზე მუდმივი ზრუნვა;
  • განვითარების სხვადასხვა ახალი პროექტების ინიცირება, დამუშავება, შეთანხმება და განხორციელება;
  • გაყიდვებისა მაჩვენებლების დაგეგმვისა და მათი შესრულების კონტროლისთვის აუცილებელი ანგარიშგების, ანალიზის და კონტროლის სისტემის შექმნა/დანერგვა და მათი ეფექტიანი ფუნქციონირების უზრუნველყოფა;
  • კომპანიის დირექტორისთვის რეგულარულად კომერციული საქმიანობის ამსახველი ფინანსური/არა ფინანსური ანგარიშების შექმნა, მომზადება და წარდგენა;
  • კომპანიის მიზნებიდან გამომდინარე, სხვა შესაბამისი საქმიანობების განხორციელება;

ძირითადი მოთხოვნები:
  • უმაღლესი განათლება, სასურველია ბიზნესის ადმინისტრირებაში;
  • რითეილ სექტორში მინიმუმ 5 წლიანი გამოცდილება;
  • გამოცდილება გაყიდვების და ბრენდის განვითარების კუთხით;
  • ძირითადი საოფისე პროგრამების მაღალ დონეზე ფლობა;
  • უცხო ენების (თურქული, ინგლისური) ფლობა სასაუბრო დონეზე.
  • ბაკალავრის დიპლომი;
  • მინიმუმ 3 წლიანი მუშაობის გამოცდილება მარკეტინგის, იმპორტისა და ექსპორტის მიმართულებით;
  • აუცილებელია ინგლისური, რუსული, თურქული ენების კარგად ცოდნა (ვერბალური და წერითი კომუნიკაცია);

სხვა დამატებითი მოთხოვნები:
  • გაყიდვების და მარკეტინგული სტატეგიების ცოდნა;
  • კარგად განვითარებული კომუნიკაციური უნარები;
  • ბიუჯეტირების, საერთაშორისო ვაჭრობის და საგადასახადო კუთხით ზოგადი ცოდნა;
  • პროცესების მართვის უნარი;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • დატვირთულ და სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი;
  • პრიორიტეტების განსაზღვრის უნარი;
  • ორგანიზებულობა.


შესაბამისი კვალიფიკაციის დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოაგზავნოთ CV ქართულ ენაზე შემდეგ ელ.ფოსტაზე: qalaqurivc@gmail.com .
ქალაქური გისურვებთ წარმატებას!
TOP მენეჯმენტი
კომერციული დირექტორი
ნახვები 97
უნიკალური ნახვები 92