მარკეტინგის მენეჯერი

თარიღები: 24 აგვ - 20 სექ
მდებარეობა: თბილისი
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი
განათლება: ბაკალავრი
გამოცდილება: 3 - 5 წლამდე
ენები: ქართული ინგლისური რუსული
ელ. ფოსტა: hr@tvsarpi.ge
მარკეტინგი, რეკლამა, საზოგადოებასთან ურთიერთობა:  ზოგადი მარკეტინგი სავაჭრო მარკეტინგი საზოგადოებასთან ურთიერთობა, მარკეტინგული კომუნიკაციები

შპს "ტვ სარფი" აცხადებს ვაკანსიას მარკეტინგის მენეჯერის პოზიციაზე.

 


ჩვენ, სამაუწყებლო სატრანზიტო ქსელის ოპერატორი „ტვ სარფი“, ვართ ერთერთი წამყვანი საკაბელო ტელევიზია საქართველოს ტერიტორიაზე.

„ტვ სარფი“-ს მიზანია იყოს ყველაზე ხელმისაწვდომი საკაბელო ტელევიზიის ოპერატორი საქართველოში, ტერიტორიის სრული დაფარვით, მაღალი ხარისხის ჩვენებით და სატელევიზიო არხების ყველაზე მრავალფეროვანი არჩევანით.



ძირითადი მოვალეობები:

  • მარკეტინგული სტრატეგიის განსაზღვრა და განხორციელება;
  • საკომუნიკაციო პოლიტიკის შემუშავება და განხორციელება;
  • მარკეტინგული აქტივობების დაგეგმვა და კოორდინირება;
  • ბაზრის კვლევა, მიზნობრივი აუდიტორიის შესწავლა და ანალიზი; 
  • შიდა ორგანიზაციული მარკეტინგის სტრატეგიის შემუშავება და განხორციელება;
  • სარეკლამო და საინფორმაციო ტექსტების/მასალების შემუშავება და გავრცელება;
  • მარკეტინგის ბიუჯეტის შედგენა და ხარჯთაღრიცხვის წარმოება; 
  • კორპორატიული ბრენდის მართვა; 
  • პრესასთან და მასმედიასთან ურთიერთობა;
  • სარეკლამო და სხვა ტიპის აქტივობების ანალიზი, შედეგების კვლევა; 
  • ახალი პროდუქტების შექმნის ინიცირება;
  • მარკეტინგის გუნდის მართვა, სამუშაოს გადანაწილება და შემდგომი კონტროლი; 
  • გარე და შიდა ანგარიშების მომზადება დადგენილი წესის მიხედვით.

 


საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება მარკეტინგის/ეკონომიკის/ბიზნესის ან/და მსგავს დარგში;
  • მუშაობის 3 წლიანი გამოცდილება აღნიშნულ სფეროში (საფინანსო სექტორში ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად); 
  • საოფისე პროგრამების ცოდნა; 
  • ინგლისური და რუსული ენების ცოდნა; 
  • კარგი ზეპირი და წერილობითი კომუნიკაციის უნარი;
  • გუნდური მუშაობის უნარი, ანალიტიკური აზროვნება;
  • პრობლემების გადაჭრის და გადაწყვეტილების დამოუკიდებლად მიღების უნარი;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • კეთილსინდისიერი, მოტივირებული, შრომისმოყვარე, ორგანიზებული.

 


განაცხადის შემოტანის ბოლო ვადაა 2018 წლის 20 სექტემბრის 17:00 საათი, კანდიდატებს დავუკავშირდებით დედლაინის დასრულებამდეც, შესაბამისად უპირატესობა მიენიჭება ადრე შემოსულ განაცხადებს.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV მისამართზე: hr@tvsarpi.ge და წერილის სათაურში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.

მსგავსი განცხადებები
მარკეტინგის მენეჯერი

ჩიგოგიძე ვაინზ


24 აგვ - 20 სექ

მარკეტინგის მენეჯერი

New York Prolife Fitness and Spa


18 სექ - 16 ოქტ

Beauty Trainer

Avon


04 სექ - 03 ოქტ

PR მენეჯმენტის და მართვის ფსიქოლოგიის მოკლევადიანი კურსი

უნივერსალური ცოდნის აკადემია UNIKO


23 აგვ - 21 სექ

Telemarketing/Vertriebsteam

MG Capital


07 სექ - 06 ოქტ

მარკეტინგის დეპარტამენტის დირექტორი

Betlive.com


20 სექ - 19 ოქტ

მარკეტინგის მენეჯერი

კრიალა


18 სექ - 14 ოქტ