18 სექ - 15 ოქტ
ვიპ
რეზერვაციების აგენტი კვარიათში
- სრული განაკვეთი
- გამოცდილება აუცილებელია , გამოცდილება 1 წლიდან
- ინგლისური,რუსული
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ელ. ფოსტა: jobs@litzresort.com
„ლიც რეზორეტი“ – 101 ნომრიანი მაღალი კლასის რეზორტი სახასიათო და გამორჩეული არქიტექტურის მქონე სასტუმრო სოფელ კვარიათში მდებარეობს, სადაც ზღვისა და მთის ჰაერი ერთმანეთს ერწყმის. სასტუმროს აქვს უნიკალური ლოკაცია 360 გრადუსით ზღვისა და მთის ხედებით. კომპლექსი მოიცავს: პრემიუმ კლასის სასტუმროს, გართობისა და დასვენებისთვის განკუთვნილ სივრცეებს - ბოულინგს,ბილიარდის კლუბს, საბავშვო ზონას, 3 რესტორანს, სპა ცენტრს, საკონფერენციო დარბაზს, ჯაზ კლუბს და ა.შ.
სასტუმრო ლიც რეზორტი აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე: რეზერვაციების აგენტი
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
- ჯავშნების მიღება როგორც მეილს სახით, ასევე სატელეფონოდ;
- აპარტამენტების შესახებ მაქსიმალურად ამომწურავი ინფორმაციის ფლობა;
- სატელეფონო საუბრის და ელექტრონული ფოსტით მიმოწერის ეთიკისა და მომსახურების სტანდარტების დაცვა;
- ყველა ჯავშნის მონაცემების შეყვანა ბაზაში;
- ყველა სტუმრის მონაცემების შეყვანა ბაზაში;
- ჯავშნების ყოველდღიურად შემოწმება და ნებისმიერი ცდომილების შესახებ უშუალო ხელმძღვანელისთვის ინფორმაციის დროულად მიწოდება;
- მომდევნო დღეს გამსვლელი სტუმრების სიის გადამოწმება ყოველდღიურად;
- დოკუმენტაციის სწორად და უსაფრთხოდ შენახვის უზრუნველყოფა;
- სასტუმროს მომსახურებებისა და ფასების ზედმიწევნითი სიზუსტით ცოდნა და მომხმარებელთა ინფორმირება სწორად და დროულად;
- საჭიროების შემთხვევაში სხვა დეპარტამენტებთან გუნდური მუშაობა და დახმარება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
- ინგლისური და რუსული ენების ფლობა;
- საოფისე პროგრამების კარგი ცოდნა;
- სასტუმროს სისტემებთან მუშაობის გამოცდილება.
პიროვნული თვისებები:
- ეფექტური/თავაზიანი კომუნიკაციის უნარი;
- გუნდური მუშაობის უნარი;
- პასუხისმგებლობა;
- ორგანიზებულობა;
- ენერგიულობა;
- მომხმარებელზე ორიენტირებულობა;
- ლოგიკური აზროვნების უნარი და კარგი მეტყველება.
დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ფოტოსურათით შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: jobs@litzresort.com გთხოვთ, სათაურში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - „რეზერვაციების აგენტი“
კონკურსის ეტაპები:
- განაცხადების გადარჩევა
- გასაუბრება
სამუშაო განაკვეთი : სრული
სამუშაო ადგილი: აჭარა
ტურიზმი/გართობის სექტორი
ჯავშნები
ნახვები 96
უნიკალური ნახვები 93