13 სექ - 13 ოქტ
ვიპ
ადმინისტრატორი
ბათუმი
Bet Hotel
  • სრული განაკვეთი
  • 900
  • თურქული,ინგლისური
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ახალი ინოვაციური სასტუმრო „bet hotel” აცხადებს ვაკანსიას ადმინისტრატორის პოზიციაზე.
სამუშაოს ადგილმდებარეობა: 259 ბ, აეროპორტის გზატკეცილი, ქ. ბათუმი
სამუშაო განაკვეთი: ცვლებში (2 დღე მუშაობა, 2 დღე დასვენება)
სამუშაო საათები: 09:00-21:00, 21:00-09:00
უშუალო ხელმძღვანელი: ფილიალის მენეჯერი
ანაზღაურება: ფიქსირებული 900 ლარი

ძირითადი მოვალეობები:
  • სტუმართან თავაზიანი შეხვედრა და რეგისტრაციის პროცედურის განხორციელება ყველა წესის დაცვით
  • თვითმომსახურების კიოსკზე სარეგისტრაციო პროცესის გავლაში სტურმების დახმარება
  • შემოსულ ზარებზე პასუხი და სტუმრებისთვის ამომწურავი ინფორმაციის გადაცემა
  • სასტუმროში განთავსებასთან დაკავშირებული სტუმრების სხვადასხვა მოთხოვნისა და საჭიროების მოგვარება
  • სასტუმროს ოთახის კატეგორიების, ფასების, აქციების, პროდუქტებისა და მომსახურებების შესახებ ინფორმაციის სრულყოფილი ფლობა და გაცემა ყოველდღიური მოვალეობის შესრულებისას
  • სასტუმროს არსებული ყველა სერვისის შესახებ ინფორმაციის მიწოდება სტუმრებისთვის და ასევე, ყველა აუცილებელი ინფორმაციის დროული მიღება და ჩანიშვნა მათგან
  • Check out პროცედურების სტანდარტის დაცვით შესრულება
  • დადგენილი წესის შესაბამისად ანგარიშსწორების წარმოება და სწორი პროგრამული ასახვა
  • კოორდინაციაში მყოფ სხვა დეპარტამენტებთან ეფექტური კომუნიკაცია
  • უშუალო ხელმძღვანელისაგან მიღებული სხვადასხვა დავალებების შესრულება, პოზიციისა და კომპეტენციის ფარგლებში.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები/უნარები:
  • მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა
  • პუნქტუალურობა
  • ყურადღება დეტალების მიმართ
  • კომუნიკაბელურობა
  • ქართულ ენაზე გამართული და დახვეწილი მეტყველება
  • თურქული ენის სასაუბრო დონეზე ცოდნა
  • ინგლისური ენის ცოდნა (ჩაითვლება უპირატესობად)
  • სიახლეებთან და ცვლილებებთან ადაპტაციის კარგი უნარი.

დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV/რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: vacancy@betlive.club და გთხოვთ, სათაურში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - "ადმინისტრატორი".

თქვენს მიერ გამოგზავნილი ინფორმაცია "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა, შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანიის მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე და დარეზერვებული იქნას კომპანიის სხვა რელევანტური ვაკანსიისათვის. იმ შემთხვევაში, თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.


რეზიუმეების განხილვის შედეგად, დაკავშირება მოხდება მხოლოდ შემდეგ ეტაპზე გადასულ კანდიდატებთან
სასტუმრო/რესტორანი/კვება
ადმინისტრატორი (HoReCa)
ნახვები 209
უნიკალური ნახვები 199