18 სექ - 11 ოქტ
სტანდარტი
გაყიდვების მენეჯერი
თბილისი
  • სრული განაკვეთი
  • 700 + ბონუსი
ვაკანსიაზე გამოხმაურება
Interlanguage აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე:გაყიდვების მენეჯერი

კომპანიის შესახებ
საერთაშორისო ლოკალიზაციის სააგენტო Interlanguage დაარსდა 2019 წელს თბილისში. ჩვენ სხვადასხვა საერთაშორისო კომპანიებს ვთავაზობთ მაღალხარისხიან მთარგმნელობით მომსახურებას ტექნოლოგიის, მარკეტინგის, იურიდიულსა და სხვა სფეროებში. ჩვენს მიერ თარგმნილი ტექსტებით ათასობით ადამიანი სარგებლობს, საკვების შეკვეთისას, ტაქსის გამოძახებისას ან სოციალური მედიის გამოყენებისას.

სამუშაოს აღწერა
გაყიდვების მენეჯერს მოუწევს ახალი კლიენტების სიის შედგენა. სიის შედგენის შემდეგ, იგი დამოუკიდებლად დაუკავშირდება სავარაუდო კლიენტებს მთარგმნელობითი თუ რედაქტირების მომსახურების შეთავაზებით. გაყიდვების მენეჯერი იმოქმედებს პროექტების მენეჯერისგან შეზღუდული ჩარევით და თავად უნდა განსაზღვროს ახალ კლიენტებთან ურთიერთობის ყველაზე ეფექტური გზები, მათ შორის, ვის დაუკავშირდეს, როდის დაუკავშირდეს და რა უთხრას. წინასწარ მომზადებული სკრიპტები არ გამოიყენება. გაყიდვების მენეჯერს კარგად უნდა ესმოდეს ბაზარზე არსებული მდგომარეობა, აწარმოოს მოლაპარაკებები კლიენტების წარმომადგენლებთან და გააფორმოს მომსახურების ხელშეკრულებები.

პროექტის გააქტიურების შემდეგ, გაყიდვების მენეჯერი გააგრძელებს კლიენტთან ურთიერთობას და ითანამშრომლებს პროექტების მენეჯერთან კლიენტის მოთხოვნების დაკმაყოფილების მიზნით.

ძირითადი მოვალეობები
  • ახალი კომპანიების აქტიური მოძიება მათთვის მთარგმნელობითი მომსახურების შეთავაზების მიზნით.
  • Interlanguage-ის მომსახურებების მიყიდვა არსებული და ახალი კლიენტებისთვის.
  • ახალი პოტენციური კლიენტების იდენტიფიცირება.
  • გეგმის შესრულება.
  • ახალ და არსებულ კლიენტებთან კარგი ურთიერთობის ჩამოყალიბება.
  • ხელშეკრულების გაფორმება ახალ კლიენტებთან მთარგმნელობითი მომსახურების უზრუნველყოფის შესახებ, კლიენტების წარმომადგენლებთან მოლაპარაკების წარმოება, პროექტების მენეჯერისთვის სტრატეგიების შეთავაზება ახალი კლიენტების მოპოვების მიზნით.
  • შეთავაზებების პროექტების მენეჯერთან წინასწარ შეთანხმება, სანამ კლიენტს შესთავაზებთ.
  • კლიენტებისთვის Interlanguage-ის შესახებ ყველა საჭირო ინფორმაციის მიწოდება, მუშაობის სპეციფიკის, ფასებისა და პროცედურების შესახებ.
  • პრობლემის წამოჭრის შემთხვევაში, კლიენტთან მჭიდრო კომუნიკაცია აღნიშნული პრობლემის სრულად მოგვარებამდე.
  • პრეზენტაციების გამართვა ახალი კლიენტებისთვის.
  • აქტიურ და შესაძლო კლიენტებთან კომუნიკაცია..
  • Interlanguage-ის სახელით მონაწილეობა გამოფენებში, კონფერენციებსა და სამუშაო მივლინებებში.
  • არსებულ და პოტენციურ კლიენტებთან ვიზიტი.

ანაზღაურება: 700₾ + 10% ბონუსი ყოველი გაყიდული მომსახურებიდან (10%-იანი ბონუსი გავრცელდება კლიენტის მიერ განმეორებით შეკვეთებზე პირველი შეკვეთიდან 1 წლის განმავლობაში).

სავალდებულო უნარები
  • ქართულ ენაზე გამართულად საუბარი და წერა-კითხვა
  • გაყიდვებში გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად
  • ინგლისური ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად

დაინტერესების შემთხვევაში გამოგზავნეთ თქვენი რეზიუმე ელფოსტის შემდეგ მისამართზე: team@Interlangua.ge
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
გაყიდვები
გაყიდვების მენეჯერი
ნახვები 56
უნიკალური ნახვები 55