11 სექ - 11 ოქტ
ვიპ
შრომის უსაფრთხოებისა და გარემოს დაცვის კოორდინატორი
- სრული განაკვეთი
- ბაკალავრი
- გამოცდილება აუცილებელია , გამოცდილება 2 წლიდან
- მართვის მოწმობაB
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ელ. ფოსტა: apply@rompetrol.com
რომპეტროლ საქართველო აცხადებს ვაკანსიას ხარისხის, შრომის უსაფრთხოების, ჯანმრთელობისა და გარემოს დაცვის კოორდინატორის პოზიციაზე.
ფუნქცია-მოვალეობები:
- შრომის უსაფრთხოების, ჯანმრთელობისა და გარემოს დაცვის სისტემების ეფექტურობის მონიტორინგი;
- ავტო-გასამართი სადგურებისა და კომპანიის საკუთრებაში არსებული სხვა ობიექტების რეგულარული ინსპექტირება;
- სამუშაო პროცესში, თანამშრომელთა მიერ უსაფრთხოების წესებისა და პროცედურების დაცვის კონტროლი;
- შესაბამისი ტრენინგ პროგრამის უზრუნველყოფა და განხორციელება;
- თანამშრომლებში უსაფრთხოების კულტურის წახალისება;
- შრომის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ძირითადი დოკუმენტების შემუშავებაში მონაწილეობა;
- შრომის უსაფრთხოებისა და გარემოს დაცვითი საქმიანობის შესახებ შესაბამისი რეპორტების მომზადება;
- სხვა, პოზიციასთან დაკავშირებული ფუნქციების შესრულება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება ტექნიკურ/საინჟინრო სფეროში ან პროფესიული განათლება შრომის უსაფრთხოებაში.
- შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის მოქმედი სერტიფიკატი;
- გარემოს დაცვის სპეციალისტის მოქმედი სერტიფიკატი;
- 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება შრომის უსაფრთხოების და/ან გარემოს დაცვის სფეროში;
- ინგლისური ენის ცოდნა: Intermediate დონე;
- MS Office-ის კარგი ცოდნა;
- მართვის მოწმობა: B კატეგორია;
- სასურველია კანდიდატს ჰყავდეს პირადი ავტომობილი;
ჩვენ გთავაზობთ:
- მხარდამჭერ და პროფესიონალურ საერთაშორისო გარემოს;
- ფიქსირებულ ანაზღაურებას;
- ჯანმრთელობის დაზღვევას;
- სწავლისა და განვითარების შესაძლებლობას;
- მოკლე სამუშაო დღეს ყოველ პარასკევს.
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე მითითებულ ელ.ფოსტაზე: apply@rompetrol.com (წერილის სათაურში მიუთითეთ ვაკანტური პოზიციის დასახელება)
არ გამოტოვო შესაძლებლობა, დაიწყე კარიერა ჩვენთან და გახდი რომპეტროლის დიდი, საერთაშორისო ოჯახის წევრი.
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ვაკანტურ პოზიციაზე განაცხადის შემოტანით, თქვენ აცხადებთ თანხმობას "რომპეტროლ საქართველოს" მიერ თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე და/ან მათი იმ ადგილობრივ, ან საერთაშორისო ორგანიზაციებისთვის გადაცემაზე, რომლებთანაც კომპანია თანამშრომლობს შესაბამისი ხელშეკრულებების საფუძველზე. პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანია კანდიდატის შესაბამისობის დადგენა არსებულ/სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან, დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით. თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე/განაცხადი შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე, ან დარეზერვებული იქნას სხვა, უფრო რელევანტური ვაკანსიისათვის. გამოგზავნილი რეზიუმე/განაცხადი შესაძლოა შენახულ იქნას 1 წლის განმავლობაში
ხარისხის კონტროლი, გარემოს დაცვა, უსაფრთხოება
გარემოს დაცვის სპეციალისტი,
შრომის უსაფრთხოების სპეციალისტი
ნახვები 785
უნიკალური ნახვები 719