19 სექ - 09 ოქტ
სტანდარტი
მარკეტინგის მენეჯერი
- სრული განაკვეთი
- მაგისტრი
- გამოცდილება აუცილებელია , გამოცდილება 3 წლიდან
- ინგლისური,რუსული
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ელ. ფოსტა: vacancy@eltbg.com
სამშენებლო-დეველოპერული კომპანია “ელთ ბილდინგი“ აცხადებს ვაკანსიას ,,მარკეტინგის მენეჯერის“ თანამდებობაზე.
კომპანია ბაზარზე შემოვიდა 2017 წელს და მალევე დაიმკვიდრა სანდო პარტნიორის რეპუტაცია. კომპანიის მიზანია, დანერგოს მშენებლობის ახალი სტანდარტი, სადაც ყველა მომხმარებელი პარტნიორია. უძრავი ქონების ჩვენთან შეძენით, მომხმარებელმა მიიღოს კომფორტული ცხოვრების და დასვენების პირობები. ამის შესაძლებლობას იძლევა ,,ახალი უბნის“ კონცეფცია, სადაც გათვალისწინებულია, კვლევის საფუძველზე მიღებული შედეგები, მომხმარებელთა კმაყოფილების და საჭიროებების შესახებ.
სამუშაო გრაფიკი: სრული (კვირაში 40სთ)
ლოკაცია: ბათუმი
ანაზღაურება: ინდივიდუალური
ჩვენი შემოთავაზებაა:
- კომფორტული სამუშაო გარემო;
- კარიერული განვითარების და წინსვლის შესაძლებლობა;
- ჯანმრთელობის დაზღვევა;
- მენეჯმენტის და გუნდის მხრიდან მუდმივი მხარდაჭერა;
- წახალისების სისტემა
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
- ბაზრის კვლევის წარმოება, ბაზრის მოთხოვნების შესწავლა, კონკურენტების ანალიზი,
- ტენდენციების განსაზღვრა, გამოწვევებისა და შესაძლებლობების დადგენა და ანგარიშგება;
- ბრენდის/პროდუქტების მარკეტინგული სტრატეგიის განსაზღვრა;
- მარკეტინგული ბიუჯეტის, საკომუნიკაციო გეგმის შემუშავება, ანალიზი და კონტროლი;
- ბრენდის ეფექტური წარმოჩენის მიზნით, მარკეტინგული ღონისძიებების დაგეგმვა, იდეების შემუშავება, განხორციელება შესაბამის პერსონალთან ერთად და ანგარიშგება;
- გაყიდვებისა და მარკეტინგული სტრატეგიის ანალიზი, ოპტიმიზაცია და ეფექტურობის უზრუნველყოფა;
- ციფრული მარკეტინგის წარმოება;
- ონლაინ გაყიდვების სტრატეგიების შემუშავება-დაორგანიზება;
- მომხმარებლის სამიზნე ჯგუფის განსაზღვრა და შესაბამისი მარკეტინგული აქტივობების დაგეგმვა;
- სხვადასხვა პროექტებისგან მიღებული შედეგების შეფასება და პროექტის ეფექტიანობის განსაზღვრა;
- გაყიდვების დინამიკაზე დაკვირვებით ანგარიშგების წარმოება
ძირითადი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება მარკეტინგის მიმართულებით;
- ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის 3 წლიანი გამოცდილება;
- რუსული/ინგლისური ენის ძალიან კარგი ცოდნა;
პიროვნული თვისებები და მახასიათებლები:
- გუნდური მუშაობის უნარი;
- დისციპლინირებული და პუნქტუალური;
- კომუნიკაბელური და მოტივირებული;
- მოლაპარაკების წარმოების და გადაწყვეტილების მიღების უნარი;
- სტრესულ სიტუაციებში მუშაობის უნარი;
- სამუშაო დროის ეფექტურად გადანაწილების უნარი.
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV ფოტოსურათთან ერთად ელექტრონული ფოსტის შემდეგ მისამართზე: vacancy@eltbg.com ასევე, მიუთითეთ ვაკანტური პოზიციის დასახელება მარკეტინგის მენეჯერი, რათა მოხდეს თქვენი რეზიუმეს განხილვა. დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან, რომლებიც გაივლიან გასაუბრების ორ ეტაპს.
თუ თქვენ ხართ დაინტერესებული კარიერული განვითარებითა და გაქვთ პრაქტიკული გამოცდილება მარკეტინგის მიმართულებით, თქვენი ადგილი ჩვენს გუნდშია! შემოგვიერთდით!
წარმატებებს გისურვებთ!
მარკეტინგი, რეკლამა, PR
მარკეტინგის მენეჯერი
ნახვები 160
უნიკალური ნახვები 154