პრომო მერჩენდაიზერი

თარიღები: 23 აგვ - 21 სექ
მდებარეობა: თბილისი
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი
გამოცდილება: 1 - 2 წლამდე
ენები: ქართული ინგლისური რუსული
ელ. ფოსტა: hr@europroduct.ge
მარკეტინგი, რეკლამა, საზოგადოებასთან ურთიერთობა:  სარეკლამო აგენტი

ევროპროდუქტი დაარსდა 2004 წელს და მისი საქმიანობის ძირითადი მიმართულებაა კვების პროდუქტების იმპორტი და მათი დისტრიბუცია ქართულ ბაზარზე. იგი ექსკლუზიურად წარმოადგენს საქართველოში ისეთ საერთაშორისო ბრენდებს როგორებიცაა: Valio, Arla, Bayernland, Frico, El pozo და სხვა, ხოლო  2014 წლის დეკემბრიდან გახსნა საკუთარი მარკეტების ქსელი. დეტალური  ინფორმაციისათვის ეწვიეთ ვებ-გვერდს: http://www.europroduct.ge

ვაკანსიის დასახელება: პრომო მერჩენდაიზერი

სამუშაო ადგილი: თბილისი
გრაფიკი: სრული


პიროვნული თვისებები:

  • შრომისმოყვარეობა და ენერგიულობა;
  • კომუნიკაბელურობა და დახვეწილი მეტყველება;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  •  სხარტი აზროვნება;
  • ანალიტიკური აზროვნება;
  • დატვირთულ რეჟიმში სწრაფად რეაგირების და მუშაობის უნარი.
  • დაგეგმვისა და დროის ოპტიმალურად განაწილების უნარი; 

 

აუცილებელი მოთხოვნები:

  • პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება მინიმუმ 1 (ერთი) წელი;
  • რუსული და ინგლისური ენების ცოდნა;
  • ქართულ ენაზე გამართული და დახვეწილი მეტყველების უნარი;
  • საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა


ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

  • მომხმარებლისათვის პროდუქციის შეთავაზება და რეალიზაციების ხელშეწყობა
  • პროდუქტის დეგუსტაციების ჩატარება
  • თაროებზე კომპანიის პროდუქციის განთავსება და ვადების კონტროლი
  • გაყიდვების სტატისტიკის წარმოება
  • მაღაზიაში შესული საქონლის მოცულობის კონტროლი
  • კომპანიის ინფორმირება პროდუქციის მიწოდებასთან დაკავშირებით არსებული ხარვეზების ან პრობლემების შესახებ (არსებობის შემთხვევაში)
  • მომხმარებლის აზრის მოძიება პროდუქციასთან დაკავშირებით
  • ყოველკვირული მოხსენებების მომზადება
  • სავაჭრო  ობიექტებში ვიზიტის დროს პროდუქციის და  სარეკლამო მასალების განახლება/დალაგება;
  • მაღაზიაში პროდუქციის სათანადოდ განლაგება კომპანიის მიერ დადგენილი სტანდარტების დაცვით;
  • საწყობიდან პროდუქციის დროულად გამოტანა და თაროებზე განთავსება;
  • მაღაზიაში ფასმაჩვენებლების კონტროლი;
  • პროდუქციის ნაშთის და ვადების მონიტორინგი;
  • შეკვეთის განთავსებაში მონაწილეობის მიღება;
  • პრომო კამპანიებთან დაკავშირებული სამუშაოების ჩატარება (სტენდების, კუნძულების მომზადება);
  • საჭიროების შემთხვევაში ინვენტარიზაციის პროცესში ჩართვა;
  • პროდუქციის შესახებ დეტალური ინფორმაციის ფლობა;
  • მომხმარებლთან ურთიერთობა და დახმარების გაწევა;
  • სარეკლამო მასალების ეფექტური გამოყენება;
  • რეპორტინგი.

 

გთხოვთ დაინტერესებულმა აპლიკანტებმა თქვენი რეზიუმე გამოაგზავნოთ მისამართზე hr@europroduct.ge და სათაურში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება  წინააღმდეგ შემთხვევაში განაცხადი არ განიხილება.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ მოთხოვნის შესაბამისად შერჩეულ კანდიდატებთან.

 

გისურვებთ წარმატებებს!

მსგავსი განცხადებები
Advertising Agent

Kora Georgia


05 სექ - 30 სექ

Рекламный Агент

Ltd MTR


12 სექ - 30 სექ

პრომო აგენტი

Shabo Georgia


19 სექ - 18 ოქტ

პრომო აგენტი

ნიკე


22 აგვ - 20 სექ

პრომო აგენტი

Shabo Georgia


03 სექ - 02 ოქტ

პრომო გოგონა

კაფე ადრენალინი


29 აგვ - 27 სექ

პრომო გოგონა

ეუ თრეველ


17 სექ - 16 ოქტ