07 სექ - 07 ოქტ
ვიპ
ქოლ-ცენტრის ოპერატორი
- სრული განაკვეთი
- 1000 - 1000
+ ბონუსი
- ბაკალავრი
- გამოცდილება აუცილებელია
- ინგლისური,რუსული
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ელ. ფოსტა: vacancy@agrofoodtrade.ge
მისამართი:
,,აგრო ფუდ ტრეიდი'' - სავაჭრო სადისტრიბუციო კომპანია, რომელიც დაარსდა 2013 წელს და მას შემდეგ წარმატებით ოპერირებს ქართულ ბაზარზე. ძირითადი საქმიანობის სფეროს წარმოადგენს ქართული და იმპორტირებული სოფლის მეურნეობის, წონის კატეგორიისა და დაფასოებული/ბრენდირებული პროდუქციის მიწოდებას, ქვეყანაში არსებული ყველა ქსელური სუპერმარკეტებისათვის. ასორტიმენტში წარმოდგენილია 150-მდე დასახელების უმაღლესი ხარისხის, საერთაშორისო სტანდარტებით წარმოებული ჩირეული, თხილეული, მარცვლეული და ბურღულეული, რომელთა განთავსება ხდება თანამედროვე და პრაქტიკულ ინვენტართან ერთად, საიდანაც ხდება პროდუქციის უშუალო რეალიზაცია. იმპორტისა და ადგილობრივი შესყიდვების ქსელი საკმაოდ ვრცელი და სოლიდურია, დღეისათვის კომპანია თანამშრომლობს 20 მსოფლიოს უმსხვილეს ექსპორტიორ სახელმწიფოსთან და 25 ადგილობრივ მსხვილ ფერმერთან.
ბრენდები: აგროფაი, სასარგებლო პროდუქტი, აგრობოქსი, ჩემი მარაგი, ხომლი.
პარტნიორები: აგროჰაბი, გუდვილი, კარფური, ნიკორა, ფრესკო, უნივერსამი, ლიდერფუდი, ევროპროდუქტი, ვეი მარტი, ზღაპარი, მეინ მარტი, მაგნიტი, მადაგონი, სპარი, ორი ნაბიჯი, ჯიბე, პსპ, ავერსი, ჯიპისი და სხვა.
აგრო ფუდ ტრეიდი - ჯანსაღი, ახალი, გემრიელი !!!
(დამატებითი ინფორმაცია იხილეთ : https://www.facebook.com/agrofoodtrade/)
კომპანია ,,აგრო ფუდ ტრეიდი" აცხადებს ვაკანსიას ქოლ - ცენტრის ოპერატორის პოზიციაზე.
სამუშაო პირობები:
- სამუშაო ადგილი: თბილისი
- სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი - პარასკევი 10:00 - 18:00 სთ, შაბათი - 09:00 – 14:00 სთ.
- ანაზღაურება: ფიქსირებული 1000 ლარი და ბონუსი
ძირითადი მოვალეობები:
- კომპანიის სატელეფონო ცენტრის ნომერზე შემოსული ზარების მიღება, მომხმარებლისთვის ზუსტი და ამომწურავი ინფორმაციის მიწოდება;
- კომპანიის სოციალურ ქსელში (Facebook, Instagram) შემოსულ პირად შეტყობინებებზე, კომენტარებზე პასუხის გაცემა დადგენილი პროცედურისა და სტანდარტის შესაბამისად;
- კომპანიის ვებგვერდზე შემოსული შეკვეთების მონიტორინგი;
- კომპანიის გაყიდვის არხებით (ტელეფონი, სოციალური ქსელი, ვებგვერდი) შემოსული შეკვეთების პროგრამულ უზრუნველყოფაში გაფორმება;
- მომხმარებელთან გამავალი ზარების განხორციელება შეკვეთის ჩაბარების დეტალების დასაზუსტებლად;
- კომპეტენციის ფარგლებში, უშუალო ხელმძღვანელის მიერ გაცემული სხვა დავალების შესრულება.
ძირითადი მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება ნებისმიერი მიმართულებით;
- სასურველია ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
- საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;
- სასურველია ბუღალტრული პროგრამა APEX - ის ცოდნა;
- სასურველია ინგლისური ან/და რუსული ენების სასაუბრო დონეზე ცოდნა.
პიროვნული თვისებები:
- მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
- ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
- გუნდური მუშაობის უნარი;
- კეთილსინდისიერება და კონფიდენციალურობა;
- სამუშაო მიზნების სწორად განსაზღვრის და დროის ეფექტურად მართვის უნარი.
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: vacancy@agrofoodtrade.ge . „სათაურის“ ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.
ადმინისტრაცია
ქოლ ცენტრის ოპერატორი
ნახვები 665
უნიკალური ნახვები 643