- სრული განაკვეთი
- 1000 - 1500
- ბაკალავრი
- გამოცდილება აუცილებელია , გამოცდილება 1 წლიდან
- რუსული,ინგლისური
ლოჯისტიკური კომპანია "კარგოპოლო" - აცხადებს ვაკანსიას ფინანსური ადმინისტრატორის პოზიციაზე!
Cargopolo - არის მაღალტექნოლოგიური ამერიკული ლოჯისტიკური კომპანიაა, რომელიც სპეციალიზებულია ავტომობილების/სპეცტექნიკის/სხვა მოძრავი აქტივების , კომპლექსურ გადაზიდვაზე, რომელიც თავის მხრივ მოიცავს დაინტერესებული მომხმარებლებისათვის ყველა საჭირო სერვისის (შესყიდვის წვდომების გაზიარება , სახმელეთო (საწყობამდე) გადაზიდვა ამერიკაში , ტვირთის დასაწყობება ამერიკაში , კონსოლიდაცია , საკონტეინერო გადაზიდვა სასურველ პორტამდე, ექსპედირების სერვისები მიმღებ პორტში , ბროკერინგი , ექსპედირების შემდგომი სახმელეთო გადაზიდვა მიღების საბოლოო წერტილამდე , ტვირთის დაზღვევა და ა.შ) მიწოდებას.
კომპანია გადაზიდვებს ახორციელებს 17 ძირითად ქვეყანაში : უკრაინა , სასომხეთი , ყაზახეთი , ყირგიზეთი , უზბეკეთი , პოლონეთი , გერმანია , ლიტვა , რუმინეთი , ბულგარეთი , ჰოლანდია , საუდის არაბეთი , გაერთიანებული საემიროები , ომანი , იორდანია , ლიბია , ნიგერია.
2023 წელს გაიხსნა პირველი ოფისი საქართველოში/თბილისში , რადგან საქართველოს მიმართულება, როგორც სატრანსპორტო დერეფანი - დღეის მდგომარეობით ლოჯისტიკაში არსებული სირთულეებიდან გამომდინარე არის უმნიშვნელოვანესი .
მოვალეობები:
- ბუღალტერიასთან და გარე აუდიტთან კომუნიკაცია;
- ფინანსური რეპორტების წარმოება;
- ფინანსური ინფორმაციის შეგროვება/გადამუშავება;
- ფულადი სახსრების ბრუნვის კონტროლი;
- მიმდინარე ფინანსური ტრანზაქციების დადგენილი პროცედურების შესაბამისად განხორციელება და მონიტორინგი;
- ფულადი სახსრების გატარება პროგრამაში;
- კლიენტების დავალიანებების მონიტორინგი.
აუცილებელი ცოდნა და უნარები:
- შესაბამისი მიმართულებით უმაღლესი განათლება;
- შესაბამის პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება.
- Microsoft Office - კარგად
- ქართული - სრულყოფილად
- ინგლისური - საშუალოდ
- რუსული - კარგად
- ყურადღება დეტალების მიმართ;
- ორგანიზებული;
- გუნდური მუშაობის უნარი;
- ლოგიკური აზროვნება;
- ტექნიკური აზროვნება;
- ახალი საქმიანობის მიმართ სწრაფად ადაპტაციის უნარი;
- უპირატესობად ჩაითვლება პროგრამა "ბალანსში" მუშაობის გამოცდილება.
სამუშაო პირობები:
- ანაზღაურება: ფიქსირებული ხელზე ასაღები 1000-1500 ლარი
- ორშაბათი - პარასკევი 10:00-დან 18:00 საათამდე
- ადგილმდებარეობა - თბილისი, ბელიაშვილის ქ. 187
კომპანია გთავაზობთ:
- საქმიანობის საფუძვლიანად შესწავლას ( ამასთან სწავლების პროცესში სრულ ანაზღაურებას);
- კომფორტულ თანამედროვე სამუშაო პირობებს ოფისში;
- დაკისრებული მოვალეობების წარმატებულად შესრულებასთან ერთად მზარდ ანაზღაურებას;
- უფასო კორპორატიულ დაზღვევას მუშაობის დაწყებიდან 6 თვის შემდეგ.
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ წარმოადგინოთ თქვენი CV ქართულ ან ინგლისურ ენაზე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: vacancy@cargopolo.com
გთხოვთ, წერილის გამოგზავნისას "Subject" -ში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება (ფინანსური ადმინისტრატორი - თბილისი), წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.
საბუთების მოწოდების ბოლო ვადაა 2023 წლის 15 ოქტომბერი.
შერჩევის პირველი ეტაპი ჩატარდება ონლაინ (Zoom) ფორმატში.