- სრული განაკვეთი
- ბაკალავრი
- გამოცდილება აუცილებელია , გამოცდილება 1 წლიდან
- მართვის მოწმობაB
- ინგლისური,რუსული
კომპანია “EGT Georgia” აცხადებს ვაკანსიას „უმცროსი ტექნიკოსის” პოზიციაზე თბილისისა და ბათუმის ფილიალებში. შერჩეულ კანდიდატს შევასწავლით კომპანიის მიერ წარმოებული აპარატურის დიაგნოსტიკას და შეკეთებას.
სამუშაო განაკვეთი: სრული, ორშაბათიდან-პარასკევის ჩათვლით, 09:00-18:00
ძირითადი მოვალეობები:
- კომპანიის მიერ წარმოებული აპარატურის ინსტალაცია, დეინსტალაცია;
- აპარატურის გადაადგილება ობიექტის ტერიტორიაზე;
- კომპანიის მიერ წარმოებული აპარატურის მოდიფიკაცია;
- მორიგეობის პერიოდში გამოძახებებზე სიარული, დაზიანებების აღმოფხვრა და ხარვეზების შეკეთება;
- ოფისში სხვადასხვა ტიპის/სპეციალური ფაილების გამზადება;
მოთხოვნები:
- სასურველია უმაღლესი ან პროფესიული განათლება ტექნიკურ დარგში;
- ელექტრო მოწყობილობების მუშაობის პრინციპების ცოდნა;
- 1 წლიანი გამოცდილება ინფორმაციული ტექნოლოგიების დარგში;
- აუცილებელია მართვის მოწმობა - B კატეგორია მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილებით (მექანიკური გადაცემათა კოლოფი);
- აუცილებელია ქართული ენის სრულყოფილად ცოდნა;
- სასურველია რუსული ან ინგლისური ენის სასაუბრო დონეზე ცოდნა (უპირატესობა მიენიჭება კანდიდატს, რომელმაც იცის რუსული ენაც).
პიროვნული თვისებები:
- ორგანიზებულობა და პუნქტუალურობა;
- პასუხისმგებლობის გრძნობა;
- ლოგიკური აზროვნების უნარი;
- ახალი ტექნოლოგიების ათვისების უნარი;
- დეტალებზე ორიენტირებულობა.
ჩვენ გთავაზობთ:
- მეგობრულ და სასიამოვნო გარემოს;
- სტაბილურ სამსახურსა და კონკურენტულ მზარდ ანაზღაურებას;
- პროფესიული ზრდისა და კარიერული განვითარების შესაძლებლობას;
- ჯანმრთელობის დაზღვევას;
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოგზავნოთ რეზიუმე (CV) შემდეგ ელ. მისამართზე: career-georgia@egt.com სათაურის ველში, გთხოვთ, მიუთითოთ პოზიციის დასახელება და ფილიალი.: „უმცროსი ტექნიკოსის”.
ველით თქვენს განაცხადს და გისურვებთ წარმატებებს!
აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის ფარგლებში შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე/CV) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით.