04 სექ - 03 ოქტ
ვიპ
გაყიდვების მენეჯერი
- სრული განაკვეთი
- ბაკალავრი
- გამოცდილება აუცილებელია
- ინგლისური,რუსული
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ელ. ფოსტა: hr@shturmani.ge
სატრანსპორტო/საექსპედიტორო კომპანია „შტურმანი“ აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.
სამუშაოს ადგილმდებარეობა: თბილისი, გიორგი სააკაძის მოედანი
განაკვეთი: სრული
სამუშაო საათები: ორშაბათი-პარასკევი 09:30-18:30
ანაზღაურება: კანდიდატის კვალიფიკაციის და გამოცდილების შესაბამისად, ფიქსირებულს + ბონუსი
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
- პოტენციური კლიენტების მოძიება. მონაცემთა ბაზების ფორმირება;
- შეხვედრების ორგანიზება და პრეზენტაციების ჩატარება კომპანიის სერვისების შეთავაზების მიზნით;
- გრძელვადიანი ურთიერთობების დამყარება იმპორტიორ/ექსპორტიორ კომპანიებთან;
- შეკვეთების მიღება/გაფორმება და მათი ოპერატიულად შესრულების კონტროლი;
- ხელშეკრულებების გაფორმება/განახლება პარტნიორ ორგანიზაციებთან;
- დასახული გეგმების შესრულება, ანალიზი და რეპორტინგი;
- საქმიანობასთან დაკავშირებული სხვა დავალებების შესრულება;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება (სასურველია მენეჯმენტის, მარკეტინგის და ბიზნესის მიმართულებით);
- სამუშაო გამოცდილება გაყიდვების სფეროში (სასურველია ლოგისტიკურ სფეროში მუშაობის გამოცდილება);
- აუცილებელია ინგლისური და რუსული ენების სრულყოფილი ცოდნა;
- საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;
პიროვნული თვისებები:
- მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
- შრომისმოყვარეობა და ორგანიზებულობა;
- პუნქტუალურობა;
- დეტალებზე ორიენტირებულობა;
- გუნდური მუშაობის უნარი;
- ეფექტური კომუნიკაციისა და მოლაპარაკებების უნარი;
- დროის ეფექტურად მართვის უნარი;
- სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი;
- ახალ გარემოში სწრაფად ადაპტირების უნარი;
დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნეთ თქვენი CV/რეზიუმე შემდეგი ელ. ფოსტის მისამართზე: hr@shturmani.ge
გაყიდვები
გაყიდვების მენეჯერი
ნახვები 329
უნიკალური ნახვები 322