01 სექ - დღეს
სტანდარტი
მერჩენდაიზერი
- სრული განაკვეთი
- ბაკალავრი
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ელ. ფოსტა: Vacancy@biblusi.ge
"ბიბლუსი ჯგუფი" აცხადებს ვაკანსიას მერჩენდაიზერის პოზიციაზე.
წიგნის მაღაზიათა ქსელი "ბიბლუსი" დაარსდა 2008 წლის 23 მაისს. ყველაფერი კი 14 წლის წინ, ერთი პატარა მაღაზიით დაიწყო თბილისში, იოსებიძის ქუჩაზე. ალბათ მაშინ ვერც ვერავინ წარმოიდგენდა, რომ ეს პატარა მაღაზია წიგნის ყველაზე დიდ ქსელად იქცეოდა საქართველოში.
კომპანიის არსებობის 14 წლის მანძილზე, ჩვენ შევძელით შეგვექმნა საქართველოში საგამომცემლო პროდუქტების ყველაზე ფართო სავაჭრო ქსელი, რომელიც აკმაყოფილებს თანამედროვე სტანდარტებს და სარგებლობს მრავალრიცხოვანი მომხმარებლის დამსახურებული ნდობით.
დღეისათვის, "ბიბლუსი" აერთიანებს 78 ფილიალს მთელი ქვეყნის მასშტაბით.
"ბიბლუსი" არის ქვეყნის ერთ-ერთი მსხვილი დამსაქმებელი და კომპანიის ყველა თანამშრომელს ერთი კეთილი მიზანი აერთიანებს - გახადოს წიგნი ხელმისაწვდომი საქართველოს ყველა კუთხეში და კიდევ უფრო მეტად შეაყვაროს ადამიანებს კითხვა.
მოუთმენლად გელოდებით ჩვენს დიდ გუნდში იმისთვის, რომ ერთად ვაკეთოთ ღირებული და მნიშვნელოვანი საქმე.
ძირითადი მოვალეობები:
ძირითადი მოთხოვნები:
პიროვნული მახასიათებლები:
ჩვენთან გელოდებათ:
სამუშაო გრაფიკი: სრული

- პროდუქციის სტანდარტული წესით განლაგების უზრუნველყოფა;
- სხვადასხვა სადიტრიბუციო ობიექტებზე ვიზიტი, სათამაშოების განთავსება პლანოგრამის და სტანდარტების მიხედვით;
- ფასების კონტროლი, შეკვეთების აღების და გაყიდვების სტიმულირება.
ძირითადი მოთხოვნები:
- მერჩენდაიზინგის პრინციპების ცოდნა.
- სასურველია სამუშაო გამოცდილება მერჩენდაიზინგის პოზიციაზე.
პიროვნული მახასიათებლები:
- სისხარტე;
- დეტალებზე ორიენტირებულობა;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- გუნდური მუშაობის უნარი;
- პუნქტუალურობა.
ჩვენთან გელოდებათ:
- კარიერული განვითარების შესაძლებლობა;
- კომფორტული სამუშაო გარემო;
- ფასდაკლების კორპორატოული ბარათი;
- ჯანმრთელობის დაზღვევა;
- და რაც ყველაზე მთავარია - ჩვენთან განსაკუთრებით ფასდება ერთგულება და ახალი იდეების ინიცირება.
სამუშაო გრაფიკი: სრული
დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ, გამოგვიგზავნეთ რეზიუმე ელ.ფოსტაზე: vacancy@biblusi.ge და "subject"-ში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება (მერჩენდაიზერი).
კონკურსში მონაწილეობის მისაღებად დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
გისურვებთ წარმატებას!
მარკეტინგი, რეკლამა, PR
მერჩენდაიზინგი
ნახვები 408
უნიკალური ნახვები 359